ნიტროფუნგინი ნეო – NITROFUNGIN NEO – НИТРОФУНГИН НЕО

საერთაშორისო დასახელება: UNDECYLENIC ACID;

მწარმოებელი: IYAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიდეკანამინის უნდეცილენატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 25 მლ

1 ფლ.

ტრიდეკანამინის უნდეცილენატი …….. 0.110 გ

სპრეი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ

1 ფლ.

ტრიდეკანამინის უნდეცილენატი ………0.132 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ტრიეთილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ფუნგისტატიური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტებთან მიმართებაში: Epidermophiton, Trichophyton, Microsporum. უნდეცილენის მჟავას გააჩნია მომწველი (შემომგარსველი) და გამომშრობი ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი ცუდად შეიწოვება და პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური მოქმედება.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირული სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის:

  • დერმატომიკოზები (განსაკუთრებით tinea interdigitalis pedum);
  • მიკოტიური ეგზემა;
  • გარე სასმენი მილის მიკოზი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს კანის დაზიანებული უბნის სუფთა, მშრალ ზედაპირზე დღეში 2-3-ჯერ დაავადების ნიშნების გაქრობამდე; მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 4-6 კვირას.

დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობისას, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება იმავე წესით კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში (4 კვირა).

ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს ექიმი.

მკურნალობის კურსის შემოკლება ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება გაღიზიანების რეაქციები, რაც ვლინდება კანის უმნიშვნელო შეწითლებით, რაც დამოუკიდებლად ქრება გარკვეული დროის შემდეგ.

მკურნალობის კურსის დროს, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რაც დაკავშირებულია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან და ვლინდება შეწითლებით, კანის ქავილით, შეშუპებით, წვით, გამონაყარით კანზე.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ტრიდეკანამინის უნდეცილენატისა და პრეპარატის სხვა შემადგენელები კომპონენტების მიმართ;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

* დაუშვებელია პრეპარატის წასმა ღია ჭრილობაზე. პერიორბიტალურ უბანზე. ასევე უნდა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

* ამ პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრა ან გართულდა 7-14 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია დიაგნოზის დასადასტურებლად.

* თუ პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდა გამონაყარი კანზე ან კანის გაღიზიანება, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაციის მიღება.

* პრეპარატი შეიცავს 70% ეთანოლის ხსნარს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კანის ფართო დაზიანებისას, განსაკუთრებით მწვავე დისჰიდროტიური ან ეგზემატოზური ეპიდერმოფიტიის დროს (გამწვავების თავიდან აცილების მიზნით).

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის შიგნით მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. რეკომენდებული კუჭის ამორეცხვა, ხოლო შემდგომი მკურნალობა სიმპტომატურია.

ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ხსნარი – 4 წელი. სპრეი – 2 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti