ნოლიპრელი არგინინი (გაგრძელება) – NOLIPREL ARGININE – НОЛИПРЕЛ АРГИНИН

◄აგფ ინიბიტორების მოქმედებას შესაძლებელია თან ახლდეს არტერიული წნევის დაქვეითება ანესთეზიის დროს, განსაკუთრებით თუ ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამიტომ, რეკომენდებულია გახანგრძლივებული მოქმედების აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 12 საათით ადრე.

◄პრეპარატის საწყისი დოზა დგინდება არტერიული წნევის დონის დაწევიდან გამომდინარე, შესაძლოა დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების დაკარგვის გათვალისწინებით. მსგავსი ზომები საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის უეცარი განვითარება. თირკმლის უკმარისობის დროს( KK

◄ზოგიერთ შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზის განვითარება და/ან ძვლის ტვინის ჰემოპოეტიკური ფუნქციის დაქვეითება. როგორც წესი, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა აგფ ინჰიბიტორები მაღალი დოზებით ინიშნება, აგრეთვე ავადმყოფებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით, რომელიც გამოწვეულია სისტემური დაავადებით (მაგ. წითელი მგლურა ან სკლეროდერმა), ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს ან სხვა ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ლეიკოპენიის გამოწვევა, როგორც ჩანს, ამ არასასურველი შედეგების განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პრეპარატის დოზირებისა და მიღების წესის მკაცრი დაცვა. მიუხედავად ამისა, ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორების დანიშვნამდე, საჭიროა მოხდეს შესაძალო რისკისა და მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის შეფარდების დაწვრილებითი შეფასება.

უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის მიღებისას

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის შემოწმება,  შემდგომში მსგავსი გამოკვლევები რეგულარულად უნდა ჩატარდეს.

– ნებისმიერი დიურეზიული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნატრიუმის შემცველობის შემცირება სისხლის პლაზმაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რიგი სერიოზული გართულების განვითარებას. თავდაპირველად ნატრიუმის დონის დაქვეითებას შეიძლება თან არ ახლდეს პათოლოგიური სიმპტომების გამოვლენა, ამიტომაც საჭიროა ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

განსაკუთრებით ხშირად მსგავსი ანალიზი უნდა ჩაუტარდეს რისკის ჯგუფის პაციენტებს (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებს ან ავადმყოფებს ღვიძლის ციროზით).

– თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის იონების შარდთან ერთად გამოყოფის შემცირება, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დროებით და უმნიშვნელო მომატებას. კალციუმის დონის მნიშვნელოვანი (გამოხატული) მატება შეიძლება იყოს ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოდიზმის შედეგი. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე.

– ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იმავდროულად შემცირებულია კალიუმის იონების შემცველობა.

– ავადმყოფებს სისხლის პლაზმაში შარდოვანას მჟავას მაღალი შემცველობით პოდაგრის განვითარების მიდრეკილება აქვთ.

– თიაზიდური დიურეტიკები მაქსიმალურად ეფექტურები არიან, როდესაც თირკმელების ფუნქცია მთლიანად შენარჩუნებულია ან უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული (კრეატინინის დონე უფროსებში დაახლოებით 25 მგ/ლ ან 220 მკმოლ/ლ). ხანდაზმულ პირებში კრეატინინის დონე უნდა შეფასდეს მათი ასაკის, წონისა და სქესის გათვალისწინებით.

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. მკურნალობის დასაწყისში დიურეტიკებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ნატრიუმის დაკარგვა, რაც, როგორც წესი, ჰიპოვოლემიას იწვევს. ამ მდგომარეობას, თავის მხრივ, თან ახლავს გორგლისებური ფილტრაციის შემცირება და კრეატინინის შემცველობის მომატება შარდოვანასა და სისხლში. თირკმელების მსგავსი ფუნქციური უკმარისობა დროებითია და არ ახდენს გავლენას ავადმყოფების მდგომარეობაზე თირკმელების ნორმალური ფუნქციით. თუმცა, უკვე არსებული დარღვევების შემთხვევებში, თირკმლის უკმარისობა უფრო გამოხატული ხდება.

– თიაზიდური დიურეტიკების და მსგავსი შენაერთების მიღების ძირითადი საფრთხე მდგომარეობს კალიუმის იონების დაკარგვაში და, შესაბამისად, სისხლის პლაზმაში მისი დონის დაქვეითებაში.

ხანდაზმულ პირებში ან დასუსტებულ ავადმყოფებში გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტი, რომ კალიუმის დონე შეიძლება დასაშვებ ზღვარზე დაბლა დაქვეითდეს (

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში ნოლიპრელი არგინინის ეფექტურობზე და უსაფრთხოებაზე მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე: პერინდოპრილი არგინინი, ინდაპამიდი და ნოლიპრელი არგინინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან რამდენიმე ჰიპოტენზიური პრეპარატის კომბინაციის შემთხვევაში, არტერიული წნევის დაქვეითებაზე შეიძლება განუვითარდეთ ინდივიდუალური რეაქცია. შედეგად, შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადახვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: უფრო სავარაუდოა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).

მკურნალობა: პირველადად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყვანა ორგანიზმიდან კუჭის ამორეცხვის ან გააქტივირებული ნახშირის შეყვანის მეშვეობით, შემდეგ – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა და ქვედა კიდურების სიმაღლეზე აწევა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იზოტონური მარილხსნარის ინტრავენურად შეყვანა ან სისხლის მოცულობის აღმდგენი ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება. პერინდოპრილატი – პერინდოპრილი არგინინის აქტიური ფორმა – შეიძლება გამოყვანილ იქნას ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ნოლიპრელი არგინინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება. ლითიუმის შემცველობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლინება, რომლებიც უმარილო დიეტის სიმპტომების მსგავსია (შედეგად ლითიუმის ეკსკრეციის დაქვეითება). თუ აგფ ინჰიბიტორების და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების შემცველი მსგავსი თერაპიის მოხსნა შეუძლებელია, საჭიროა ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის კორეგირება.

– აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია ინსულინისა და სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ჰიპოგლიკემიის განვითარება იშვიათად შეინიშნება (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და ინსულინის მოთხოვნილების შემცირება).

– ნოლიპრელი არგინინისა და ბაკლოფენის ერთდროული  მიღების დროს აუცილებელია არტერიული წნევის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის კორეგირება.

– ნოლიპრელი არგინინის და არაჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალებისა და მაღალი დოზების სალიცილატების ერთდროული დანიშვნისას შესაძლებალია განვითარდეს  თირკმლის მწვავე  უკმარისობა  სხეულის გაუწყლოების შემთხვევაში (გორგლისებური ფილტრაცის შემცირება). ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციური აქტიურობის შემოწმება.

– არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებისა და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთდროული დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისხლში კალიუმის დაბალი დონე შეინიშნება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი) ერთდროული ხმარებისას, ყველაზე მეტად რაციონალური კომბინაციის დროსაც კი, შესაძლებელია კალიუმის დონის შემცირება ან მომატება (განსაკუთრებით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით). ამ შემთხვევაში საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის მოდიფიცირება.

– ნოლიპრელი არგინინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლირება და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გაზრდა (ადიტიური ეფექტი).

– კორტიკოსტეროიდული პრეპარატი, ტეტრაკოზაქტიდი ამცირებს ნოლიპრელი არგინინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (წყლისა და ელექტროლიტების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).

– არ არის რეკომენდებული პერინდოპრილი არგინინის მიღება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (მათ შორის: სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი მონოთერაპიაში და კომბინაციაში), კალიუმის პრეპარატებთან ერთად. კალიუმის დონის მომატება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს.

– ინდაპამიდის გამოყენება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes ტიპის არითმიები, იმატებს ამ სახის არითმიის განვითარების რისკი. არ არის რეკომენდებული კომბინაცია არაანტიარითმიულ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერიტრომიცინი, გალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი). კალიუმის დაბალი შემცველობის შემთხვევაში საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ torsades de pointes.

ინდაპამიდი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიულ პრეპარტებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ torsades de pointes (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპრამიდი, ამიოდარონი, ბეტილი, სოტალოლი). torsades de pointes განვითარების შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიული პრეპარატები (საჭიროა რითმის ხელოვნური მარეგულირებელის გამოყენება).

– ინდაპამიდისა და კალიუმის დამაქვეითებელი პრეპარატების (მათ შორის ინტრავენური ამფოტერინი B. გლუკო- და მინერალოკორტიკოიდების სისტემური მიღების, ტეტრაკოზაკტიდის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების, ერთდრული გამოყენების დროს შეინიშნება ადიტიური მოქმედება კალიუმის დონის დაქვეითების მხრივ.

– კალიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედება. საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ს კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის კორეგირება.

– საჭიროების შემთხვევაში ნოლიპრელთან ერთად საჭიროა არამასტიმულირებელი საფაღარათო საშუალების გამოყენება.

– მეტფორმინის მიღების ფონზე განვითარებული რძემჟავას აციდოზი, როგორც ჩანს დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციონალურ უკმარისობასთან, რომელიც განპირობებულია დიურეტიკების მოქმედებით, განსაკუთრებით მარყუჟოვანი. არ არის რეკომენდებული მეტფორმინის გამოყენება თუ კრეატინინის დონე აღემატება 15 მგ/ლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.

– ორგანიზმის მკვეთრი დეჰიდრატაციის დროს, რომელიც გამოწვეულია დიურეზიული პრეპარატების მიღებით იზრდება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზებით მიღების დროს. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მიღების წინ საჭიროა ჩატარდეს რეჰიდრატაცია.

– კალციუმის მარილებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია კალციუმის შემცველობის მომატება მისი შარდთან ერთად ექსკრეციის დაქვეითების შედეგად.

– ციკლოსპორინის მდუმივი მიღების ფონზე იზრდება კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში, ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შემთხვევაშიც კი. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ნოლიპრენის დანიშვნისას.

კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, ტეტრაკოზაქტიდს, შეუძლიათ შეამცირონ ნოლიპრენის ჰიპონტეზიური მოქმედება, რაც განპირობებულია კორტიკოსტეროიდების გავლენით გამოწვეული სითხისა და ელექტროლიტების შეკავებით.

შენახვის ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ნოლიპრელი არგინინი – 2.5 წელი; ნოლიპრელი ფორტე არგინინი – 2.5 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti