ნორკოლუტი – NORCOLUT – НОРКОЛУТ

საერთაშორისო დასახელება: NORETHISTERONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნორეთისტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნორეთისტერონი…………… 5 მგ

ჩვენებები:

●პრემენსტრუალური სინდრომი;

● მასტოდინია;

●ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;

●დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;

● ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;

● ენდომეტრიოზი;

● ადენომიოზი;

●ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდან აცილება;

● დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენა კლიმაქტერულ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

▪პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10 მგ (1-2 ტაბლეტი), შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან.

▪საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში): ინიშნება 6-12 დღის განმავლობაში 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე ინიშნება 5-10 მგ დღეში (1-2 ტაბლეტი) ერთდროულად ესტროგენთან).

ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25 დღემდე -5 მგ ერთხელ უწყვეტად დღეში (1 ტაბლეტი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად (ციკლის მე-5 დღიდან 2.5 მგ დღეში (1/2 ტაბლეტი), დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში.

ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად:

ორსულობის შეწყვეტა

მე-16-28-ე კვირას:

▪ პირველი დღე – 15 მგ (3 ტაბ);

▪ მეორე-მესამე დღე – 10 მგ (2 ტაბ.);

▪მეოთხე-მეშვიდე დღე -5 მგ (1 ტაბ.).

28- 36-ე კვირას:

▪პირველი დღე – 15 მგ (3 ტაბ.);

▪მეორე-მესამე დღე – 10 მგ (2 ტაბ.).

აბლაქტაცია:

▪1-3 დღე – დღეღამური დოზა 20 მგ (4 ტაბ.);

▪4-7 დღე – დღეღამური დოზა 15 მგ (3 ტაბ.);

▪8-10 დღე – დღეღამური დოზა 10 მგ (2 ტაბ.).

▪დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5 მგ (1 ტაბლეტი) კურსებით, ხანგრძლივად.

▪მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25 -50 მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი ტაბლეტებში).

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვლინდება და დამოუკიდებლად წყდება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, სითხის შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა.

უკუჩვენებები:

* სქესობრივი მომწიფების პერიოდი;

* ორსულობა;

* სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო.

განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:

* გულის დაავადებები;

* ბრონქული ასთმა;

* ეპილეფსია;

*მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;

*ჰეპატიტი;

* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ონკოლოგიური შემოწმება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტეპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti