ნოუს ფრეში 25მლ სპრეი

ნოუს ფრეში

ჰიპერტონული სტერილური ოკეანის წყალი ცხვირის ჰიგიენისთვის

 

ფორმულის შემადგენლობა:

NaCl –ის 2.5%-იანი ჰიპერტონული ხსნარი

ოკეანის სტერილური წყალი

ევკალიპტის ზეთი, ალოე ვერა, მენთოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი წმენდს და ატენიანებს ჩასუნთქულ ჰაერს.

ცხვირის ლორწოვანის ძირითადი ფუნქციებია: ალერგენებისა და მიკროორგანიზმებისაგან დაცვა; იგი ატენიანებს და ათბობს ჩასუნთქულ ჰაერს. მიუხედავად ამისა, გარეგანი ფაქტორებით (ვირუსები, ბატქერიები, ალერგენები, მტვრის ნაწილაკები) გამოწვეული რეაქციები ზრდის ცხვირის სეკრეტის სიბლანტეს და იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ჰაერის გატარების ბლოკირებას.

ნოუს ფრეში უნდა შეისხუროთ ცხვირის ნესტოებში. ნოუს ფრეშის სპრეი ამცირებს ცხვირში გაჭედვის შეგრძნებას, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.

გამოყენება:

ნოუს ფრეში გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ცხვირის გამოსარეცხად, დეკონგესტანტებთან ერთად კომბინაციაში.

დოზირება:

ნოუს ფრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

თითოეულ  გამოყენებაზე შეისხურეთ 1-ჯერ ან 2-ჯერ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25˚C-ზე.

თუ თქვენ პარალელურად იღებთ სხვა მედიკამენტს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გამოიყენეთ ნოუს ფრეში, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.

მოარიდეთ ბავშვებს.

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: ნაზალური (ცხვირში შესასხურებელი) სპრეი 25მლ.

პროდუქტის მფლობელი:

Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.

Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16

Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10

www.dermoclean.com

Exclusive agent in Georgia

Brochem Georgia

Address: 145 Beliashvili street 0159

Tbilisi, Georgia

E-mail: info@brochem.ge

www.brochem.ge

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია

Facebook კომენტარები