ნუტრიკუმი – Nutricum – Нутрикум

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს:

გლუკოზამინ სულფატი 500მგ

ქონდროიტინ სულფატი 25მგ

მსმ (მეთილსულფონილმეთანი) 40მგ

ჰიდროლიზებული კოლაგენი 30მგ

ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზებული 95%-იან კურკუმინში 2მგ

Curcumin app. 1,9მგ

მაგნიუმის ოქსიდი 60მგ

კალციუმის გლუკონატი 30მგ

ვიტამინი B6 2მგ

ვიტამინი D3 400 სე (10 მკგ)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუტრიკუმი ქონდროპროტექტორია, რომელიც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციას, ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციას, აუმჯობესებს სახსრებისა და ხერხემლის სვეტის ფუნქციურ მაჩვენებელს. პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების დანიშვის საჭიროებას.

გლუკოზამინი ბუნებრივი ამინოშაქარია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი  ღებულობს გლუკოზისაგან. გლუკოზამინი საჭიროა გლიკოზამინოგლიკანების (GAG) საწარმოებლად. გლიკოზოამინოგლიკანები  სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინი უზრუნველყოფს სახსრების ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით, ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.

გლუკოზამინის სულფატი ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებს სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას, რომელიც მოქმედებს სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობს ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიკურ თვისებებს.

ქონდროიტინის სულფატი შეიცავს უკვე მზა გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსს. იგი იმავე როლს ასრულებს ხრტილოვან ქსოვილებში, რასაც კალციუმი ძვლოვან ქსოვილში – უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და მდგრადობას, ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას, ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას, თრგუნავს მათ დეგენერაციას და ახდენს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს და ორგანიზმიდან შარდმჟავის გამოდევნას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი  რადიკალების წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

ჰიდროლიზებული კოლაგენი არის ცხოველების კანის, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილებისგან მიღებული კოლაგენის ნაწილობრივი ჰიდროლიზით წარმოებული პეპტიდებისა და ცილების ნარევი. ჰიდროლიზის დროს ცალკეული კოლაგენური ძაფების ბუნებრივი მოლეკულური ხიდები იშლება იმ ფორმად, რომლის ხელახალი ორგანიზებაც ხდება უფრო იოლად.  მისი ქიმიური შემადგენლობა მრავალ ასპექტში  საწყისი კოლაგენის ანალოგიურია. ჰიდროლიზებული კოლაგენის გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლოა სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად,  არამედ  ახდენს ამ პრობლემების ეფექტურ პრევენციას.

ყვითელი კოჭა (კურკუმას მშრალი ექსტრაქტი) არის  ინდური ჯიში, რომელიც მიიღება მცენარის  ფესვურისაგან. კურკუმინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება  ჰიდროკორტიზონის აცეტატის ან ინდომეტაცინის  ანალოგიურია.

მაგნიუმი ორგანიზმის  ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში: გლუკოზის მეტაბოლიზმი, ატფ-ის ბიოსინთეზი,  ნუკლეინის მჟავებისა და ცილების ბიოსინთეზი. ასევე,  მონაწილეობს უჯრედის ელექტრული პოტენციალის წარმოქმნა-შენარჩუნებაში  და  უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ნეირონულ  გამტარობას.  მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში (გულის კუნთის შეკუმშვის ჩათვლით) და უზრუნველყოფს კრუნჩხვებისა და კუნთების დაღლის პრევენციას.

კალციუმი საჭიროა სისხლძარღვების შეკუმშვისა და ვაზოდილატაციისთვის, კუნთების ფუნქციონირებისთვის, ნერვული გადაცემისათვის, უჯრედშიდა სიგნალების გადაცემისათვის და ჰორმონების სეკრეციისათვის. თუმცა, მთელ ორგანიზმში არსებული კალციუმის 1% -ზე ნაკლებია საჭირო ამ ძირითადი მეტაბოლური ფუნქციების განსახორციელებლად. შრატის კალციუმი ძალიან მკაცრად რეგულირდება და ის არ იცვლება დიეტური ცვლილებების შესაბამისად.  ორგანიზმი იყენებს ძვლოვან ქსოვილს, როგორც კალციუმის რეზერვსა და წყაროს, რათა შეინარჩუნოს კალციუმის მუდმივი კონცენტრაციები სისხლში, კუნთებში და უჯრედშორის სითხეებში. ორგანიზმში  კალციუმის მარაგის დანარჩენი 99% ინახება ძვლებში და კბილებში, სადაც ის  ინარჩუნებს  მათ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია ნუკლეინის მჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმისათვის, უზრუნველყოფს 60-ზე მეტი ფერმენტის ეფექტურობას და ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)- D ვიტამინის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გვხვდება საკვებში. ეს ვიტამინი არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს: აადვილებს  ნაწლავებში მის აბსორბციას. მენოპაუზის დროს ამ ვიტამინის სწორი მიწოდება აუცილებელი პირობაა პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზის პრევენციისათვის.

ჩვენებები:

– სახსრებისა და ხერხემლის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: 
– პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
– მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
– ოსტეოქონდროზი;
– სპონდილოზი;
– ოსტეოპოროზი;
– ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა);
– ტრავმები, მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

მიღების წესი და დოზირება:

1 აბი დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 თვე.

პროფილაქტიკის მიზნით 1 აბი დღეში ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: კურკუმინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ნაღველის ობსტრუქციის არსებობისას უკუნაჩვენებია. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, რადგან  კურკუმინი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

გამოშვების ფორმა: #60 აბი ბლისტერზე, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ValueMED PHARMA S.R.L იტალია

Facebook კომენტარები

Vairkoseti