ოლფენი გელი – OLFEN GEL – ОЛФЕН ГЕЛЬ

საერთაშორისი დასახელება: DICLOFENAC

მწარმოებელი: MEPHA, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 20 გ და 50 გ

1გ

ნატრიუმი დიკლოფენაკი ………    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მჟავა, დი-იზოპროპილადიპატი, ისოპროპილის სპირტი, ნატრიუმის დისულფატი (E223), ჰიდოქსიეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოლფენი გელი გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. შეიცავს 1% ნატრიუმი დიკლოფენაკს გელის საფუძველზე. ადგილობრივი გამოყენებისას იგი აღწევს კანში და გროვდება კანქვეშა ქსოვილებში. მისი მოქმედების მექანიზმის უმნიშვნელოვანეს რგოლად ითვლება დიკლოფენაკის მიერ პროსტოგლანდინის ბიოსინთეზის დათრგუნვა. რევმატული და ტრავმის შემდგომი ანთების დროს ოლფენი გელი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინაღმდეგო მოქმედებს, ამცირებს შესიებას და აჩქარებს ფუნქციის აღდგენას.

ჩვენებები:

ადგილობრივი მკურნალობისთვის:

  • რბილი ქსოვილების რევმატიზმის ლოკალური ფორმები, როგორიცაა ტენდოვაგინიტი, მხრის სინდრომი, ბურსიტი, პერიართროპათია;
  • ლოკალური რევმატული დარღვევები, როგორიცაა პერიფერიული შეერთებებისა და ხერხემლის ართროზები;
  • მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმისშემდგომი ანთებები, როგორიცაა ღრძობა და დაჭიმულობა, რომელთა დროს კანი დაზიანებული არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

გელი გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის.

მოზრდილებში: სხეულის სამკურნალო ნაწილის ზომის მიხედვით ესმება 2-4 გ (დაახლოებით 1-2 თითის ბოლოს ტოლი) ოლფენის გელი 3-4-ჯერ დღეში (შეზელვა საჭირო არ არის).

ეფექტის შესანარჩუნებლად შეიძლება მისი გამოყენება ოლფენის სხვა ფორმებთან კომბინაციაში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 გ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე. თუმცა მკურნალობის მიზანშეწონილობა უნდა გადამოწმებულ იქნას 2 კვირიანი მკურნალობის  შემდეგ.

ბავშვებში:

ზუსტი რეკომენდაციები დოზირების შესახებ არ არსებობს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარეგანი ხმარებისას შეიწოვება დიკლოფენაკის მხოლოდ 6% დასაშვებია ოლფენი გელი ბავშვებში გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი დოზირებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად ალერგიული ან გაღიზიანებული დერმატიტი ქავილით შეწითლებული და შესიებული პაპულებით, ბუშტუკების გაჩენით და კანის აქერცვლით.

სისტემური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყრის, სინათლეზე ზემგრძნობელობისა და ზემგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციების (მაგ. ასთმის შეტევა ან კვინკეს შეშუპება) ერთეული შემთხვევები.

სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენებისას უმნიშვნელოა მისი პერორალურად გამოყენებასთან შედარებით.

უკუჩვენებები:

* ოლფენ გელის გამოყენება არ შეიძლება დიკლოფენაკისა და ოლფენის სხვა შემადგენლების მიმართ, ასევე აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I და II ტრიმესტრში, ოლფენ გელის გამოყენების კონტროლირებადი შესწავლა არ ჩატარებულა, ამიტომ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ უნდა მიიღოს მკურნალმა ექიმმა.

ოლფენი გელის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში მიზანშეწონილი არ არის არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობისა და საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვის შესაძლებლობის გამო.

ლაქტაცია: ნაკლებ სავარაუდოა, რომ დიკლოფენაკი გადავიდეს დედის რძეში, მაგრამ არავითარი გამოცდილება მისი გამოყენებისა ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება ოლფენი გელის წასმა ყრუ ჰაერისათვის გაუმტარი ნახვევების ქვეშ. არ არის სასურველი ოლფენ გელის გამოყენება დიდ ზედაპირებზე და დიდ დოზებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

▪ თუ თქვენ იღებდით სხვა მედიკამენტებს, უთხარით ამის შესახებ ექიმს. ოლფენით მკურნალობისას არ მიიღოთ არცერთი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემიც კი ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. უკონტროლო მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შედეგი.

▪არ არსებობს მონაცემები სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების რაიმე შემთხვევისა ოლფენ გელის გამოყენების დროს.

შენახვის პიობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti