ომეგა ბლენდი – OMEGA bland – ОМЕГА бленд

შემადგენლობა:

თევზის ქონი 1000 მგ

EPA 350 მგ

DHA 250 მგ

ვიტამინი  E 5მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცხოველური  წარმოშობის  ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური
თვისებები: ომეგა ბლენდი არის ომეგას ჯგუფის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი წყარო, რომელსაც დამატებული აქვს  ვიტამინი E.       პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტითრომბულ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ-უჯრედულ ურთიერთქმედებას და ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.

პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედული მემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან, რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენის მჟავას დონის მომატება. ამის შედეგად     ხდება თრომბოქსან A2-ის და სხვა ორმაგიუჯერი ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავას დერივატების) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3-ის და სხვა სამმაგიუჯერი ეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერებას, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია.

მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.
E ვიტამინის  განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.

გამოყენების ჩვენებები:

– ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული;
– დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი: მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 ჟელატინის კაფსულა დღეში, საკვების მიღების შემდეგ.

გამოშვების ფორმა: #60 რბილი ჟელატინის კაფსულა

მწარმოებელი:  ValueMED PHARMA S.R.L იტალია

Facebook კომენტარები

Vairkoseti