ომევიტი (A/B) N30კაფს

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

ომევიტის

გამოყენების ინსტრუქცია

 

შემადგენლობა ერთ კაფსულაზე „ა“: 

აქტიური ნივთიერებები:

ომეგა-3 — 500 მგ

შემადგენლობა ერთ კაფსულაზე „ბ“: 

მოცვის ფხვნილი — 100 მგ, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი — 60 მგ, ციტრუსის ბიოფლავონოიდები — 60 მგ, ლუთეინი — 10 მგ, ზეაქსანტინი — 500 მკგ, ვიტამინი E — 10 მგ (10 სე-ის ეკვივალენტური), ვიტამინი А — 800 მკგ (2664 სე-ის ეკვივალენტური), ვიტამინი D3 — 10 მკგ (400 სე-ის ეკვივალენტური), ბეტა-კაროტინი — 6 მგ, თუთიის ოქსიდი — 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი.

თვისებები
ომეგა – 3 წარმოადგენს მოზრდილებისა და ბავშვების ჯანსაღი კვების ერთ-ერთ კომპონენტს, გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის ჩამოყალიბებისა და ნორმალური მიმდინარეობის და უმეტესესი ორგანოებისა და სისტემების (ცენტრალური ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვების, მხედველობის) ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ომეგა-3 აუმჯობესებს უჯრედების მემბრანების სტრუქტურას და მათ ფუნქციონალურ თვისებებს, აუმჯობესებს ლიპოპროტეიდების ურთიერთქმედებას ფერმენტებთან და მთლიანობაში ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმს.

მოცვი – ბუნებრივი კაროტინოიდია, რომელიც შეიცავს პიროკატექინებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ქარვის), მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, გოგირდს, ფოსფორს. კომპლექსურად ისინი მონაწილეობენ მხედველობის სისტემის უჯრედების ფუნქციონალურ აქტივობასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ პროცესებსა და მეტაბოლიზმში.

ყურძნის წიპწების ექსტრაქტი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, კვერცეტინს, კატექინებს, რესვერატროლს, პიკნოგენოლს, ლუთეინს, ზეაქსანტინს, ბიოფლავონოიდებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედების სუნთქვაში, როგორც კატალიზატორები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ლიპიდების ცვლის ფიზიოლოგიური პროცესების აჩქარებით.

ლუთეინი – კვერცხის გულში არსებული ყვითელი პიგმენტია, რომელიც ასევე გვხვდება ზოგიერთ წყალმცენარეში, ბევრ მცენარეში. ლუთეინს ასევე შეიცავს ჩვენი თვალის ბადურა, სადაც იგი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოებში ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობისთვის.

ზეაქსანტინი – კაროტინოიდების ჯგუფის ნატურალური მცენარეული პიგმენტია, რომელიც გვხვდება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ადამიანის ორგანიზმში ზეაქსანტინი გროვდება სისხლის შრატში და თვალის ბადურაში, ყვითელ ლაქად წოდებულ არეში და დიდ გავლენას ახდენს მხედველობის ორგანოს ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი А, ვიტამინი D, ვიტამინი E ან რეტინოლი – ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ვიტამინებია, მიეკუთვნებიან ცხიმხსნად კლასს, ამიტომ ორგანიზმში ყველაზე უკეთ ათვისება ხდება ცხიმთან ერთად. მონაწილეობას იღებენ ორგანოებისა და სისტემების ფიზიოლოგიურ რეგულაციასთან დაკავშირებულ მთავარ ბიოქიმიურ პროცესებში.  ბეტა-კაროტინი არის „А“ ვიტამინის ადვილად ათვისებადი ფორმა. წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების აქტივაციის ფაქტორს. გააჩნია ანტიჰიპოქსიური მოქმედება და მონაწილეობს უჯრედების ენერგეტიკული სუბსტრატით უზრუნველყოფის ბიოქიმიზმში.

თუთია ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების გამტარიანობის სტაბილიზაციას, იცავს მათ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი გავლენისგან. ასევე აძლიერებს საერთო იმუნიტეტს იმუნური უჯრედების წარმოქმნისა და დიფერენცირების სტიმულირების ხარჯზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბეტა-კაროტინისა და თუთიის მიღება ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას. 

გამოყენების რეკომენდაციები:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ომევიტი წარმოადგენს ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების კარგად შერჩეულ კომპლექსს, რომელსაც გააჩნია ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის მხედველობის ორგანოების ფიზილოგიურ ფუნქციაზე გავლენის ზოგადი თვისებები.

რეკომენდებულია:

— როგორც ორგანიზმისთვის საჭირო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, მათი ორგანიზმში საკვებთან ერთად არასაკმარისად მოხვედრისას (არასრულფასოვანი კვება, დიეტის ხანგრძლივად დაცვა, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები და ა. შ.);

— რეკომენდებულია, როგორც ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებითი წყარო თვალის დასაცავად და გასაძლიერებლად ცვლის ტოქსიკური პროდუქტების (თავისუფალი რადიკალების) მავნე ზემოქმედებისგან, თვალების დაღლისგან.

— ომევიტი იცავს თვალის ბადურას მზის სინათლის აგრესიული ზემოქმედებისგან, ეხმარება მხედველობითი დაძაბულობისას (ხანგრძლივი კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და ა. შ.);

— ასტიმულირებს იმუნიტეტის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ხელს უწყობს მხედველობის ორგანოების ფუნქციის ასაკობრივი ცვლილებების შენელებას.      

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობისას.   

გამოყენების წესი და დოზირება: 

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში 1 კაფსულა „ა“ და 1 კაფსულა „ბ“ დღეში ერთხელ.  

განსაკუთრებული მითითებები:

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი  

შენახვის პირობები:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10°С-დან 30°С-მდე ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები ან კაფსულები.

მწარმოებელი:

წარმოებულია CITCOCHEMICALSLTD”-სთვის, ინგლისი.

LLCNATUREX” უზბეკეთის რესპუბლიკა, 100069, ტაშკენტი, ალმაზარის რაიონი, იანგი ალმაზარის ქ. N51.

Facebook კომენტარები

Vairkoseti