ორლიპი – ORLIP – ОРЛИП

საერთაშორისო დასახელება:

ORLISTAT

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ორლისტატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გასახდომი საშუალება, პანკრეასის ლიპაზას ინჰიბიტორი, ცხიმების შეწოვის ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ორლისტატი ………….           120 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება – გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია.

პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% – შეუცვლელი სახით, ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.

ჩვენებები:

  • სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე. პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.

პრეპარტის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;

* ქოლესტაზი;

* ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).

* ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.

განსაკუთებული მითითებები:

◄ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებული და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არა უმეტეს, 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებული ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.

◄პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.

◄ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიმიტანების და ბეტა-კაროტინის შეწოვა.

◄ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.

◄პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ  ადგილას.

ვარგისიანობისა ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

Vairkoseti