ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი

საკვები დანამატი.

ახდენს ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინი D3 და K ვიტამინის დეფიციტის შევსებას.

1 ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი 700მგ (კარბონატის სახით 1750მგ),

ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3) 25 მკგ,

ფიტომენადიონი (ვიტ.K1) 45 მკგ.

მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი.

შემავსებელი: სორბიტოლი. არომატიზატორი: პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი. დამატკბობელი: ციკლამატები, საქარინი. შემაფერადებელი: კაროტენები. რიბოფლავინი.

გამოყენების წესი: 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200მლ ოთახის ტემპერატურის წყალში. მიიღება დაუყოვნებლივ. რეკომენდებულია მოზრდილთათვის დღიურად 1 ტაბლეტის მიღება.

ოსტევინიკომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 - ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

გამოყენება:

  • კალციუმის ან ვიტამინ D3-ის დეფიციტი მოზრდილებში;
  • მენოპაუზის შემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის, მათი

გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია)

პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;

  • თირეოიდექტომიის შემდგომ განვითარებული კალციუმის ცვლის მოშლა;
  • ოპერაციის წინა პერიოდი (2 თვე თირეოიდექტომიამდე);

მიღების წესი:

მოზრდილები:

• ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;

• კალციუმისა და ვიტამინი D- დეფიციტის შესავსებად:

1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;

• ქირურგიული ჩარევის წინა და შემდგომი პერიოდი: 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.

• ოსტეოპოროზის შედეგად განვითარებული მოტეხილობები : 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.

გვერდითიმოქმედება:

იშვითად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს:

უმადობა, წყურვილი, ხშირი შარდვა, მადის დაქვეითება, სისუსტე,

გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

ოსტევინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:

ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტ.D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

კალციუმის და ვიტ.D3 –ს დიდი დოზების გამო არ არის რეკომენდებული ოსტევინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ინახება 0 - 250C მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა: იხილეთ კოლოფზე.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი კომპანია: Aptiekas Produkcija SIA, Kupricu street 11. მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია. www.aphealth.eu.

დისტრიბუტორი: შპს „ავერსი–ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2.

www.ostevin.ge

Facebook კომენტარები