ოტიზოლი – OTIZOL – ОТИЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

BENZOCAINE; ANTIPIRIN; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი+ფენილეფრინი+ანტიპირინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ბენზოკაინი …………………………………     50 მგ

ანტიპირინი  …………………………………….50 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი……… 1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის მეტაბისულფატი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიპირინი ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ბენზოკაინი – ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

მწვავე შუა ყურის ანთება (ოტიტი); ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი; პოსტტრავმული ოტიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ ბავშვებში 6 თვის ასაკიდან – 1-2 წვეთი;

ბავშვებში 1 წლიდან 2-3 წვეთი;

მოზრდილებში – 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.

პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, წვეთობით, პიპეტის მეშვეობით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).

უკუჩვენებები:

* დაფის აპკის პერფორაცია გამოწვეული ინფექციით ან ტრავმით;

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* საბავშვო ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მჭიდრო დაახურეთ სახურავი ფლაკონს და მოათავსეთ მუყაოს კოლოფში (სინათლისაგან დაცვის მიზნით).

♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის სარგებელი დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

♦ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოტიზოლის ადგილობრივი გამოყენებისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ ანალგეზიურ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ადგილობრივად სისტემური გამოყენების ანტისეპტიკებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti