ოფლოჰექსალი – OFLOHEXAL – ОФЛОГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: HEXAL AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი …………..       200 მგ

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი …………….     400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ დნმ ჰირაზას ინჰიბირებით, რის შედეგადაც წყდება ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაცია. პრეპარატი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. იგი აქტიურია Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Escherichia coli, Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp., Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Streptococcus pyogenes,Yerssinia species, gardnereila,streptococci, peptostreptococci, bacteroides sp

პრეპარატის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი ანაერობული ბაქტერიები (გარდა B. ureаliticus), Treponema pallidum, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 98%-ს. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და 90% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 სთ-ს.

ჩვენებები:

ოფლოჰექსალი გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის, მცირე მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოების, ქვემო სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მიიღება 200-800 მგ დღეში. დოზა ჩვეულებრივ იყოფა ორ მიღებაზე. თითოეულ მიღებაზე მაქსიმალური დოზა 400 მგ. მკურნალობის კურს შეადგენს 7-14 დღეს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს 1 თვემდე.

თირკმლის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება 100-200 მგ დღეში. დოზის კორეგირებას ახდენენ კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მაქსიმალური დოზაა 400 მგ დღეში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფორსირებული დიურეზის შენარჩუნება.

გვერდითი მოვლენები:

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: აღინიშნება გულისრევა, ანორექსია, დიარეა.

ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, ჰალუცინაციები,

აგრეთვე შესაძლებელია მიალგიები, ართრალგიები, თრომბოციტოპენია, ფოტოსენსიბილიზაცია. ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს

ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ ინიშნება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის;

* ღვიძლის უკმარისობის და ეპილეფსიის დროს;

* აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის;

* თირკმლის უკმარისობის;

* ულტრაიისფერი დასხივების დროს.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ოფლოჰექსალის მიღება ანტაციდებთან, სუკრალფატთან ან რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად აქვეითებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

– ანტიკოაგულანტებთან კომბინაცია იწვევს სისხლდენის დროის გახანგრძლივებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

Vairkoseti