ოქსაცილინი (აქტიური ნითიერება) – OXACILLIN – ОКСАЦИЛЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსაცილინი წარმოადგენს ნახევარდსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებას, რომელიც ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას, იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს. პრეპარატი მდგრადია პენიცილინაზების მიმართ. იგი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების: Staphylococcus spp., მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებლების, Streptococcus spp., Corynebacterium diphtheriae, Baceilus anthracis; ანაერობული სპორების წარმომქმნელი ჩხირების, გრამუარყოფითი კოკების: Neisseria gonorrhoae, N. meningitidis; Actinomyces spp., Treponema spp. მიმართ.

პრეპარატი არ იჩენს აქტიურობას მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიების, რიკეტსიების, უმარტივესების, ვირუსების, სოკოების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის აბსორბცია სწრაფი და სრულია. ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%-ს, ხოლო t1/2 3 წთ-ს. ოქსაცილინის კუნთებში შეყვანიდან 1-2 სთ-ის შემდეგ სისხლში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც სწრაფად მცირდება 4 სთ-ის შემდეგ. პარენტერალური შეყვანის შემდეგ სისხლში აღინიშნება უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე მისი პერორალური მიღებისას. პლევრულ სითხეში მისი კონცენტრაცია აღწევს 10%-ს, სინოვიალურ და ასციტურ სითხეებში კი 50%-ს. ნაღველში – 5-8%-ს სისხლის შრატის კონცენტრაციის მიმართ. პრეპარატი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კუნთებში შეყვანილი პრეპარატის 40%-ზე მეტი სწრაფად გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველით.

ჩვენებები

ინფექციები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ (მათ შორის ბენზილპენიცილინისა და ფენოქსიმეთილპენიცილინის მიმართ მდგრადნი):

  • სეპტიცემია, პნევმონია, ემპიემა, აბსცესი, ფლეგმონა, ქოლესცისტიტი, პიელიტი, ცისტიტი, ოსტეომიელიტი, ოპერაციის შემდგომი ჭრილობისმიერი ინფექციები, ინფიცირებული დამწვრობა და ა.შ.

დოზირების რეჟიმი

ოქსაცილინი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.

– მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, ხოლო ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში – 20-40 მგ/კგ.

– 3 თვემდე ასაკის ბავშვებში – 60-80 მგ/კგ,

– 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 გ,

– 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2 გ.

  • კუნთებში შესაყვანი საინექციო ხსნარის მომზადებისას 0.25 გ-იან ფლაკონს ხსნიან 1.5 მლ, ხოლო 0.5 გ – 3 მლ საინექციო წყალში.
  • ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ყოველ 0.25-0.5 გ პრეპარატს ხსნიან 5 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 5-10 წთ-ის განმავლობაში.
  • პრეპარატის წვეთოვანი გზით შეყვანის შემთხვევაში მას ანზავებენ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში 0.5-2 მგ/მლ კონცენტრაციამდე და შეყავთ 1-2 სთ-ის განმავლობაში წუთში 60-100 წვეთის სიჩქარით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ფორმის დაავადებების სამკურნალოდ (სეფსისი, სეპტიური ენდოკარდიტი და სხვა) მკურნალობა შესაძლებელია გავახანგრძლივობთ 2-3 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ალერგიული რეაქციის მხრივ: კანის ქავილი, ურტიკარია, იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, ეოზინოფილია.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.

ეფექტები, რომლებიც განპირობებულია ქიმიოთერაპიული მოქმედებით დისბაქტერიოზი, პირის ღრუს კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ვაგინალური კანდიდოზი.

ოქსაცილინის ვენაში შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოფლებიტის განვითარება.

უკუჩვენებები

პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით იხმარება.

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

♦ პრეპარატის გამოყენება  ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს მიზანშეწონილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქსაცილინის კონცენტრაციას ზრდიან პრეპარატები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას.

ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti