პანივიტი C ვიტამინით – PANIVIT WITH VITAMIN C – ПАНИВИТ С ВИТАМИНОМ С

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 12 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი……  500 მგ

ასკორბინის მჟავა…..200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანალგეზიური (ხსნის ტკივილს), სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის    ტკივილი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
  • პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).

მიღების წესი და დოზირება:

8-15 წლის ასაკის ბავშვებში 0.5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;

მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (დღე-ღამეში არა უმეტეს 4 გ).

გამოყენების წესი:

ტაბლეტი გახსენით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.

მიღების დრო და სიხშირე:

პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს.

თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტრევალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.

პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს C ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად – სისხლმბადი სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.

მწვავე მოწამვლის ნიშნები -გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში.

დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;

* თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* გლუკოზო-6-ფოსფატა-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის დაავადებები;

* შარდკენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გ დღე-ღამეში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექითან.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ.

– ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti