პაროდიუმი – PARODIUM – ПАРОДИУМ

საერთაშორისო დასახელება:

CHLORHEXIDINE; FORMALDEHYDE; RHUBARB

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება ანტიბაქტერიულ, ჰემოსტატიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 100 გ

100 გ

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი ………………. 0.02გ

რევანდის ექსტრაქტი ……………………………      0.20 გ

ფორმალდეჰიდი …………………………………       0.10გ

ექსციპიენტი: 100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პაროდიუმი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ჰემოსტატიური, ანთების საწინაღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით.

ჩვენებები:

  • პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პარდონტიტი, პაროდონტოზი კონსერვატიულ და ოპერაციული მკურნალობის კომპლექსში გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ჰემოსტატური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

– კონსერვატული მკურნალობის და პოსტოპერაციული პერიოდის დროს, სახლის პირობებში, გელის წასმა შესაძლებელია თითით ან სპეციალური აპლიკატორით ანთებადი ღრძილის ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.

– მარდონტის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის დროს კიურეტაჟი, გინგივოტომია ნაფლეთოვანი ოპერაციები. პაროდიუმი გამოიყენება ჭრილობებისა და პაროდონტალური ჯიბეების დასამუშავებლად.

– პაროდიუმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დენტალური ნახვევების სახით, ეფექტურობის გაზრდის ასამაღლებლად რეკომენდებულია პაროდიუმის გამოყენება ანტისეპტურ სავლებ ხსნარ ელუდრილთან  და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

გელი არ გამოიყენება ახალშობილებში.

* განსაკუთრებული მითითებები:

პაროდიუმი არის სამკურნალო პრეპარატი და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაროდიუმის და ისეთი კბილის პასტის ერთდროულად გამოყენებამ, რომელიც არ შეიცავს ქლორჰექსიდინს, შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შესუსტება, რაც გამოწვეული იქნება აქტიური კომპონენტების არასასურველი ურთიერთქმედებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti