პატანოლი – PANATOL – ПАНАТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

OLOPATADINE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ოლოპატადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში საწვეთურით 5 მლ

1 მლ

ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი……………………..1.11 მგ

(ექვივალენტურია 1 მგ ოლოპატადინისა)

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი ……… 0.001%.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, კონცენტრირებული მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისათვის), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოლოპატადინი წარმოადგენს H1 – ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ინჰიბიტორს. ის აგრეთვე ახდენს პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლებული ანთების მედიატორების ინჰიბირებას, აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიანთებითი მოქმედება.

ოლოპატადინი არ მოქმედებს ალფა ადრენერგულ დოპამინურ, I და II ტიპის მუსკარინულ და სეროტონინულ რეცეპტორებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება დაბალი სისტემური შეწოვა. ოლოპატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ადგილობრივი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0.5 მგ/მლ-1.3 მგ/მლ პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 3 საათი. გამოიყოფა თირკმელების გზით 60-70% უცვლელი ფორმით.

ჩვენებები:

  • ალერგიული კონიუნქტივიტები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენების საკმაო გამოცდილება 3 წლამდე ბავშვებში არ აღინიშნება.

პატანოლი შეიძლება გამოვიყენოთ პედიატრიაში 3 წლის ასაკის ზევით იგივე დოზებით, რაც მოწოდებულია მოზრდილებისათვის.

ადგილობრივად გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ. ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 1-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

5% ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ჰიპერმგრძნობელობა, ქუთუთოების შეშუპება.

ორსულობა და ლაქტაცია:

სრულყოფილი და კონტროლირებადი კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პატანოლი შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება აბსორბირებული იქნას კონტაქტური ლინზების მიერ, ამის გამო პატანოლის ჩაწვეთებამდე ლინზები უნდა მოიხსნათ და კვლავ ჩაიყენოთ ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

♦ არ შეახოთ საწვეთურის თავი რაიმე ზედაპირს, რათა თავიდან ავიცილოთ ხსნარის დაბინძურება.

♦ თუ პაციენტს პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღენიშნება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა.

ჭარბი დოზირება:

თვალში ხსნარის ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას რეკომენდებულია გამოვირეცხოთ თვალი წყლით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროებისას შეიძლება გამოყენებული იქნას კომბინაციაში სხვა ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან, ამ შემთხვევაში ჩაწვეთებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 4-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 4 კვირის მანძილზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

Facebook კომენტარები

Vairkoseti