პაქსელადინი – PAXELADIN – ПАКСЕЛАДИН

საერთაშორისო დასახელება:

OXELADIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL

მოქმედი ნივთიერება: ოქსელადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ოქსელადინი …….    40 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება. არ ავლენს ნარკოტიკულ მოქმედებას, თრგუნავს ხველის რეფლექსს, სუნთქვის ცენტრზე არ ახდენს დეპრესიულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • მშრალი ხველა:
  • რინოფარინგიტი;
  • ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი;
  • გრიპი;
  • პნევმონია;
  • ყივანახველა;
  • წითურა;
  • ალერგიული ხველა;
  • „მწეველების“ ხველა.

მიღების წესი და დოზრება:

პერორალურად;

კაფსულები: მხოლოდ მოზრდილებისთვის 40მგ დილით და საღამოს. კაფსულა იყლაპება დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, არ იღეჭება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქოსპაზმი, ბრონქოექტაზური დაავადებები, ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ხველით და ძნელად გამოსაყოფი ნახველით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (15 წლამდე).

გვერდითი ეფექტები:

გულისრევა,ღებინება, გასტრალგია,ძილიანობა, მომატებული დაღლილობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.

მკურნალობა: აღნიშნული სისტემების ფუნქციონირების კონტროლი, სიმპტომატური თერაპია.

Facebook კომენტარები