პერინდიდი 1.25მგ+4მგ #30ტ

პერინდიდი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindoprilი, indapamidი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა : ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: ეჯ ფარმა

მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი

გამოშვების ფორმა: 4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

პერინდიდის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პერინდოპრილის ერბუმინის 4 მგ-სა და ინდაპამიდის 1.25 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს – პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას – ინდაპამიდს. პერინდიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.

პერინდიდს ახასიათებს დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური ეფექტი როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევაზე. პრეპარატის მოქმედება 24 სთ გრძელდება. მყარი თერაპიული ეფექტი (ტაქიკარდიის განვითარების გარეშე) მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეზე ადრე მიიღწევა. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. პერინდიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიკურობას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ მოქმედებს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე.

პერინდოპრილი – როგორც ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. პერინდოპრილი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ხანგრძლივი გამოყენებისას ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. აღნიშნული ეფექტები მიიღწევა ტაქიკარდიის განვითარებისა და ორგანიზმში მარილებისა და წყლის შეკავების გარეშე. პერინდოპრილთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალების დანიშვნა ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერებას. ამასთანავე – მცირდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. პერინდოპრილი პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით არეგულირებს გულის მუშაობას. ინდაპამიდი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის იონების ორგანიზმიდან გამოდევნას, რაც საბოლოო ჯამში დიურეზის გაძლიერებას იწვევს.

ინდაპამიდი ამცირებს ადრენალინისადმი სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას. ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს ლიპიდებისა (საერთოქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მათი კომბინაციაში გამოყენების დროს. პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. აბსორბირებული პერინდოპრილის დაახლოებით 20% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად – პერინდოპრილატად. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პერინდოპრილის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან შარდის გზით გამოიდევნება. T1/2 შეადგენს 3-5 საათს. ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. T1/2 შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 19 საათს). ძირითადად გამოიდევნება შარდის (მიღებული დოზის 70%) და ფეკალური მასების (22%) გზით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას;

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. პაციენტები თირკმლის უკმარისობით, როცა კკ მეტია 60 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ და ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, კრეატინინისა და კალიუმის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 60-30 მლ/წთ) თერაპიული კურსი იწყება მცირე დოზით.

უკუჩვენება

– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე); ჰიპოკალიემია; თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით); QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება; ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება); პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა; ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25 oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

Facebook კომენტარები

Vairkoseti