პიმაფუცინი – PIMAFUCIN – ПИМАФУЦИН

საერთაშორისო დასახელება:

NATAMYCIN

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ნატამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნატამიცინი …………….          100 მგ

კრემი: ტუბში30 გ

1 გ

ნატამიცინი ……………………  20 მგ

დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პიმაფუცინი წარმოადგენს ანტიმიკოზური მოქმედების პოლიენურ ანტიბიოტიკს მაკროლიდების ჯგუფიდან, რომელიც ამჟღავნებს ფუნგიციდურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება სოკოს უჯრედული მემბრანის სტეროლების შებოჭვის გზით, რაც არღვევს მემბრანის მთლიანობას და მის ფუნქციას და იწვევს დაავადების გამომწვევის დაღუპვას.

ჩვენებები:

ტაბლეტები

  • პრეპარატი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების (რომელიც გამოწვეულია Candida albicans-ით), ასევე ვაგინიტების სამკურნალოდ, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და ნაწლავის კანდიდოზების სამკურნალოდ. ნაკლებად აქტიურია დერმატოფიტების მიმართ.

კრემი

პრეპარატი გამოიყენება Candida albicans -ის ბაქტერიებით გამოწვეული კანის, ფრჩხილების, ფრჩხილების ლილვაკების, ასევე საზარდულის მიდამოს Candida -თი გამოწვეული ინფექციების (როგორც ვაგინიტის შედეგი), აგრეთვე კანის სხვა მწვავე სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

ფრჩხილის კანდიდოზების სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება პიმაფუცინის კრემთან კომბინაციაში.

კანის დიდი მოცულობის კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში (მოზრდილებში) ერთი კვირის განმავლობაში დაზიანებული უბნის სრულ შეხორცებამდე.

ვაგინიტების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს სოკოებით პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში 10-20 დღის განმავლობაში.

ნაწლავის კანდიდოზის სამკურნალოდ მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დღეში 4-ჯერ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში) რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში 2-4-ჯერ.

კრემი

პიმაფუცინის კრემი დაიტანება ფრჩხილებისა და კანის დაზიანებულ უბანზე ერთხელ ან რამდენჯერმე დღეში.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. პიმაფუცინის კრემი, გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მკურნალობის კურსის შეწყვეტა თვითნებურად დაუშვებელია.

მკურნალობის კურსის განმეორება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი დროით, ან სხვა ფორმის პიმაფუცინთან – ტაბლეტი, კრემი ან წვეთების ერთდროული გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ვერ მიიღებს რეკომენდებულ დოზას, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ჩვეულებრივად.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება გულისრევა და დიარეა, რომელიც ჩვეულებრივ მალევე ქრება.

უკუჩვენებები:

* პიმაფუცინის და სხვა მაკროლიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* მენსტრუალური ციკლის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კავშირი არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტი პრეპარატის მკურნალობის პერიოდში თუ იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, ამის შესახებ უნდა აცნობს ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები და კრემი – 4 წელი.

Facebook კომენტარები