Aviabiltebi
მთავარი მკურნალი პიროქსიკამი – PIROXICAM – ПИРОКСИКАМ

პიროქსიკამი – PIROXICAM – ПИРОКСИКАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIROXICAM           

მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პიროქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონალური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პიროქსიკამი ………   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ავლენს აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. იგი ამცირებს ან თრგუნავს ანთების საწინაღმდეგო ყველა სიმპტომს.

პრეპარატი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი;
  • ოპერაცისაა და ტრავმების შემდგომი ტკივილები;
  • რადიკულიტის მსგავსი მწვავე ტკივილი (იშიაზი).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საკვების მიღებისას, დოზა დგინდება ექიმის მიერ;

– მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი და შემანარჩუნელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპია საკმარისი დოზით შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში.

– ზოგიერთ პაციენტებში იშვიათად აუცილებელია დროებით  დოზის მომატება 30 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაყოფილი დოზით.

– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების დროს პირველი 2 დღის განმავლობაში პრეპარატი მიიღება 40 მგ-ის ოდენობით ან დაყოფილი დოზით.

– შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

– ოპერაციისა და ტრავმისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებული, საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის მომატება და იგი ინიშნება პირველი ორი დღის განმავლობაში 40 მგ-ის ოდენობით ერთჯერადად ან დაყოფილი დოზით.

– პოდაგრის მწვავე შეტევის დროს პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დოზით 40 მგ, 6 დღის შემდეგ 2-ჯერ დღეში 20 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები: გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში დისკომფორტი. იშვიათად ვითარდება შინაგანი და გარეგანი შეშუპება.

სადღეღამისო დოზის 30 მგ-ზე ზევით გამოყენება ზრდის არასასურველი მოვლენების განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სისხლის მორფოლოგიური ლაბორატორიული, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების მაჩვენებლების გადახრა.

ზემოთაღნიშნული სიმპტომები ატარებენ დროებით ხასიათს და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ალერგიული დაავადება;

* ასთმა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ციროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

◄ აგრეთვე ნეფროზის და თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემდგომ პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება: პრეპარატი ავლენს სუსტად გამოხატულ დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე, აგრეთვე იგი ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, ამიტომ მისი გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას საჭიროა სიფრთხილე.

◄ მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია ფსიქო-ფიზიკური უნარის დაქვეითება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი აძლიერებს სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალური, ანტიდიაბეტური საშუალებების, აგრეთვე ფენიტოინისა და სულფონამიდების მოქმედებას.

– იგი აძლიერებს კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებისა და ინდანდიონის წარმოებულების მოქმედებას.

– პიროქსიკამისა და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება საჭიროებს პროთრომბინის დროის სისტემატურ კონტროლს და შესაძლებელია მათი დოზის შემცირება.

– პრეპარატი ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს. პრეპარატი ასუსტებს დიურეზული საშუალებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.

– სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები ამცირებენ სისხლის შრატში პიროქსიკამის დონეს.

– პიროქსიკამისა და კორტიკოსტეროიდების ან ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები