პლანტექსი – PLANTEX – ПЛАНТЕКС

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებლი მცენარეული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულები პერორალური მიღებისათვის: პაკეტში 5 გ

1 პაკ.

დიდი კამას ნაყოფის მშრალი წყლიანი ექსტრაქტი ………     250 მგ

დიდი კამას ეთერზეთი შემცველობით:

ანეტოლი ……………………………………..       არანაკლები 500 მკგ

დიდი კამა ……………………………………..      არანაკლები 100 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლუკოზა, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.

დიდი კამას ნაყოფი და მისი ეთერზეთი ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და აძლირებს პერისტალტიკას. ამის შედეგად საკვები სწრაფად დანაწევრდება და შეიწოვება.

პრეპარატის აქტიური ნივთიერება ხსნის ნაწლავების სპაზმს და ხელს უწყობს მეტეორიზმის მოვლენების შემცირებას.

ჩვენებები:

  • პლანტექსი გამოიყენება ბავშვებში ორი თვის ასაკიდან და ზევით, როგორც მეტეორიზმის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ნაწლავების სპაზმური ტიპის ტკივილების კუპირებისათვის;
  • ასევე ძუძუთი კვებიდან ხელოვნურ კვებაზე გადასვლის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ, გრანულების ადუღებულ წყალში გახსნის შემდეგ.

2 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 1-2 პაკეტის ოდენობით (5-10 გ გრანულა).

1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2-3-ჯერ დღეში 2-3 პაკეტი (10-15 გ გრანულა). რეკომენდებულ დოზებში პლანტექსი გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.

ხსნარის მომზადების მიზნით 1 პაკეტის შიგთავსი უნდა მოვათავსოთ ბოთლში ან ჭიქაში, დავუმატოთ 100 მლ თბილი გადადუღებული წყალი და შევანჯღრიოთ. გრანულების ბოლომდე გახსნამდე. პრეპარატი შესაძლებელია დავუმატოთ საკვებს (რძეს), ნაწილ-ნაწილ (ჩაის კოვზის ბოლოთი).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* იმის გამო,  რომ პრეპარატი შეიცავს გლუკოზას და ლაქტოზას, მისი გამოყენება ლაქტოზას უკმარისობით, გალაქტოზა/გლუკოზის შეწოვის დარღვევის სინდრომით, გალაქტოზემიით შეპყრობილ ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ხსნარის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი გადადუღებული რძე ან წყალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები