პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი – PROSTAWERN URTICA LIQUIDUM – ПРОСТАВЕРН УРТИКА ЛИКВИД

საერთაშორისო დასახელება:

URTICAE RADIX

მწარმოებელი: PHARMA WERNIGERODE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ

ჭინჭრის ფესვების თხევადი ექსტრაქტი ……    100 გ

ეთანოლი 30% …………………………………..       2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. ახდენს რა გავლენას მეტაბოლურ პროცესებზე აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას, ამუხრუჭებს წინამდებარე ჯირკვლის პროგრესულ ზრდას; აჩერებს ანთებით პროცესს ჯირკვალში. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას გამოყოფილი შარდის მოცულობას ზრდის, ზრდის მაქსიმალურ ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას.

ჩვენებები:

დიზურია და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I-II ხარისხის; არაინფიცირებული ქრონიკული პროსტატიტი;

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან სიმსივნეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 5 მლ 1–ჯერ დღეში ან 2–3 მლ 2–ჯერ დღეში. კაფსულის სახით – 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში, მცირე რაოდენიბის წყლის მიყოლებით. გაუმჯობესების შემდეგ 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლიობა  – 6–8 კვირა; აუცილებლობისას – იმეორებენ 6 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით: ღვიძლის დაავადებები, ეპილეფსია, თავის ტვინის დაზიანება, ალკოჰოლიზმი.

გვერდითი მოქმედება:

დისპეფსიური მოშლილობა, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიისას ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომებს. თუმცა გაზრდილ ჯირკვალს არ ამცირებს.

Facebook კომენტარები