Aviabiltebi

რედულექს ბეიბი 50მლ წვეთები

რედულექს ბეიბი

პერორალური წვეთები ჟოლოს გემოთი, 50მლ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ბავშვთა ასაკში მეტეორიზმი  დამახასიათებელია დაახლოებით 10-40% -ის.

როგორ მოქმედებს ?

კამა და მელისა უზრუნველყოფს მუცლის შებერილობის – მეტეორიზმის და კოლიკის შემცირებას ახალშობილებში.

გვირილა მოქმედებს , როგორც ანქსიოლიტური, დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალება.

სელის თესლი განაპირობებს პერისტალტიკის გაუმჯობესებას.

როდის შეიძლება მისი მიღება?

გამოიყენება კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისას, როგორიცაა მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, სპაზმი და კოლიკა ბავშთა ასაკში.

კამა – Foeniculum vulgare L.

ძირითადი კომპონენტები კამის შემადგენლობაში ანეტოლი, ესტრაგოლი, ფენხონი, ალფა-პინენი, ტრანს-ანეტოლი და ლიმონენი. იგი გამოიყენება დისპეპსიის, მეტეორიზმის, მუცლის შებერილობის და მადის დაკარგვის დროს. ის აგრეთვე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, ხველის და ბრონქიტის დროს.

მელისა – Melissa ocinalis L.

იგი შეიცავს მონოტერპენულ ალდეჰიდებს ციტრონენალი, ნერალი და გერანიალი, ფლავანოიდებს და პოლიფენოლური ნაერთებს, როგორიცაა როზმარინის და კოფეინის მჟავები. ის ასევე მდიდარია ტანინებით, მონოტერპენული გლიკოზიდებით და ტრიტერპენებით.

მელისა გამოიყენება შფოთვის, სტრესის, უძილობის, ძილის დარღვევის და მოუსვენრობის დროს. იგი ასევე გამოიყებნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ღებინების, დისპეპსიური მოვლენების და მეტეორიზმის დროს.

გვირილა – Matricaria recutita L.

მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, როგორიცაა აზულენი (ხამაზულენი), (-)-ალფა-ბისაბოლოლი, ტრანს-ბეტა-ტერპენები, ფლავანოიდები, სესქვიტერპენული ლაქტონები, კუმარინები, ფენოლის მჟავები და პოლისაქარიდები.

იგი გამოიყენება ანქსიოლიტური, სედაციური მოქმედების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედების გამო. გამოიყენება როგორც დამხმარე სქაშუალება ძილის დარღვევის, შფოთვის,  კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან და მეტეორიზმთან.

სელი – Linum unisitatissimum L.

სელის თესლი  შეიცავს ლიგნანებს, ასევე ხსნად ზეთებს, რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით. გამოიყენება შეკრულობის, დიარეის, დივერტიკულიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გასრიტის, ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის დროს. ხსნადი ბოჭკოები ამცირებენ ნაწლავის დაცლას, ახანგრძლივებენ საკვები ნივთიერებების აბსორბციას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.

შემადგენლობა:

კონცენტრაცია მგ/10მლ

კამის თესლის მშრალი ექსტრაქტი (Foeniculum vulgare L.)

110

მელისას მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis L.)

14

როზმარინის მჟავა

0,98

გვირილის (Matricaria recutita L.) ფურცლების მშრალი ექსტარქტი

10

აპიგენინები

0,12

ალფა-ბისაბოლოლი

0,002

სელის (Linum unisitatissimum L.) თესლის მშრალი ექსტრაქტი

2

დიკლუკოზიდ სეკოიზოლარიციპესინოლი

0,4


გამოყენების წესი
:

მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის

დოზირება:

ახალშობილები 0-12 თვე

1მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში

ბავშვები 1-7 წელი

1მლ 3-ჯერ ან 6-ჯერ დღეში

ბავშვები 7-14 წელი

1მლ ან 2მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში

მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზევით

2მლ 5-ჯერ დღეში


სიფრთხილის ზომები
:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე  ნივთიერების მიმართ .

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ინახება არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიტვა,

Facebook კომენტარები