Aviabiltebi
მთავარი მკურნალი რეკორმონი – REKORMON – РЕКОРМОН

რეკორმონი – REKORMON – РЕКОРМОН

საერთაშორისო დასახელება:

EPOETIN BETA

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ეპოეტინ ბეტა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანემიის სამკურნალო პრეპარატი

შემადგენლობა და  გამოშვების ფორმა:

საინექციოდ გამზადებული ხსნარის შემცველი შპრიცები: შეფუთვაში 1 ც.

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ……..   2000 სე

1 შპრიცი

ეპოეტინ ბეტა ………  4000 სე

ადამიანის რეკომბინატული ერითროპოეტინი (გასუფთავებული გლიკოპროტეიდი) წარმოადგენს ჰემატოპოეტურ ზრდის ფაქტორს, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის შედეგად. პრეპარატი ზრდის ერითროციტებისა და რეტიკულოციტების რაოდენობას, აგრეთვე ასტიმულირებს ქსოვილში ჰემოგლობინის სინთეზს. იგი არ მოქმედებს ლეიკოპოეზზე. ვარაუდობენ, რომ ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს უჯრედის ზედაპირის სპეციფიკურ ერითროპოეტინურ რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შედეგად მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12-28 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-28 სთ-ს, ხოლო კუნთებში შეყვანის შემდეგ – 4-12 სთ-ს.

ჩვენებები:

  • რეკორმონი გამოიყენება გამოხატული ანემიის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას. აგრეთვე ძვლის ტვინის დაზიანების და სხვა ქრონიკული დაავადებების (აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზიური დაავადების შედეგად გამოწვეული ანემია, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და შიდსი) შედეგად გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
  • პრეპარატი გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ახალშობილებში (სხეულის წონა 750-1500გ და გესტაციის 34 კვირამდე), აგრეთვე დონორთა სისხლის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც განკუთვნილია აუტოტრანსფუზიისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღების სქემა, დოზა და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ანემიის ფორმაზე, პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების ხარისხზე.

პრეპარატი გამოიყენება როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენურად. საწყისი დოზა შეადგენს 50-150 სე/კგ-ზე, შეყვანის საშუალო სიხშირე – კვირაში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი.

ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (რომელიც ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზის დროს), აგრეთვე თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა.

სისხლმბადი სისტემების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოზი, თრომბოზი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, ალერგიული რეაქციები, იშვიათად – კანზე გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის, არასტაბილური სტენოკარდიის, ანამნეზში თრომბოემბოლიის, აგრეთვე ეპოეტინ ბეტას მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი სჭარბობს პოტენციურ რისკს, როგორც ნაყოფისათვის და ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.

ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მისი ტერატოგენური მოქმედება არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის, თრომბოციტოზის, ღვიძლის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი უკმარისობისას.

– პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ნეფროსკლეროზით და არ იტარებენ ჰემოდიალიზს, შესაძლოა განვითარდეს თირკმელების ფუნქციის სწრაფი გაუარესება.

– პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის, აგრეთვე ინფექციური და ანთებითი დაავადებების არსებობისას, აგრეთვე ჰემოლიზის დროს.

– ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ საჭიროა აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს თავი შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რეკორმონისა და რკინის პრეპარატების კომბინაცია იწვევს მისი მასტიმულირებელი მოქმედების გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

Facebook კომენტარები