Aviabiltebi
მთავარი მკურნალი რიბატრანი – RIBATRAN – РИБАТРАН

რიბატრანი – RIBATRAN – РИБАТРАН

მწარმოებელი: Laboratoires LEURQUINMEDIOLANUM S.A.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ტრიფსინი ……………………..       4.2 მიკროკატალი

პანკრიასის რიბონუკლეაზა ……     0.33 მიკროკატალი

ქიმოტრიფსინოგენი ……………    93.4 მიკროკატალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
შეშუპების საწინააღმდეგო ენზიმოთერაპია

ჩვენება:

ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.

გამოყენების წესები:

დოზირება

მხოლოდ უფროსებისათვის.

პერორალურად: 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსი დგინდება დაავადების ფორმისა და სიმძიმის მიხედვით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რამდენიმე წამალს შორის შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ექიმს ეცნობოს სხვა ნებისმიერი მკურნალობის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რაც საჭიროებს მკურნალობის დაუყონებლივ შეწყვეტას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

Facebook კომენტარები