რინგერის ხსნარი – RINGER’S SOLUTION – РАСТВОР РИНГЕРА

საერთაშორისო დასახელება:

COMPOUND SODIUM CHLORIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYAN

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეჰიდრატაციისა და დეინტოქსიკაციისათვის პარენტერალურად გამოსაყენებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში  500 მლ

1 ლ

ნატრიუმის ქლორიდი ……… 86 გ

კალიუმის ქლორიდი ………  300 მგ

კალციუმის ქლორიდი ……   500 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რეჰიდრატაციული საშუალება, ახდენს დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ასტაბილურებს სისხლის წყალ-ელექტროლიტურ შემადგენლობას. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემავსებელი საშუალების სახით გამოყენებისას, სწრაფი გამოსვლის გამო ექსტრავაზალურ სივრცეში, ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ 30-40 წუთი) რის გამოც ხსნარი გამოსადეგია მხოლოდ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ხანმოკლედ შესავსებად).

ჩვენებები:

  • პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა.
  • წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია;
  • მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.

მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად.

დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე.

დღიური დოზა ბავშვებისთვის – 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი – 3-5 დღე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

გვერდითი მოქმედება:

ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები.

კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.

ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.

დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-ის დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).

შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!

შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაცემა რეცეპტით.

გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

Facebook კომენტარები