რინგერი 500მლ #1ფლ (ჰემფ)

რინგერის ხსნარი

სავაჭრო დასახელება: რინგერის ხსნარი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება:
ნატრიუმის ქლორიდის რთული ხსნარი [კალიუმის ქლორიდი+კალციუმის ქლორიდი+ნატრიუმის ქლორიდი].

სამკურნალწამლო ფორმა: საინფუზიო ხსნარი.

შემადგენლობა
1000მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 8,60გ, კალციუმის ქლორიდი-0,33გ, კალიუმის ქლორიდი 0,30გ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-147,00 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-4,00 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,25 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-155,60 მმოლ/ლ.
თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმ/ლ.

აღწერა
უფერო გამჭვირავლე ხსნარი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ელექტროლიტური ბალანსის აღმდგენი საშუალება.
ათქ კოდი: [B05BB01].

ფარმაკოლოგიური მოქმედება
რეჰიდრატაციული საშუალება, ახდენს დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ასტაბილურებს სისხლის წყალ-ელექტროლიტურ შემადგენლობას. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემავსებელი საშუალების სახით გამოყენებისას, სწრაფი გამოსვლის გამო ექსტრავაზალურ სივრცეში, ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ 30-40 წუთი) რის გამოც ხსნარი გამოსადეგია მხოლოდ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ხანმოკლედ შესავსებად).

მიღების ჩვენება
პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია; მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

გამოყენების მეთოდი და დოზები
ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად. დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე. დღიური დოზა ბავშვებისთვის – 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი – 3-5 დღე.

გვერდითი მოქდმედება.
ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები. კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა. 

განსაკუთრებული მითითებები
ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.
ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.
დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-ის დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!

გამოშვების ფორმა
საინფუზიო ხსნარი.
500მლ ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში, შტატივზე ჩამოსაკიდებლით, მარკირებული შკალით, რეზინისა და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის სახურავით, პირველი გახნისას კონტროლის რგოლით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში (სტაციონარებისთვის).

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაცემა რეცეპტით.
გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

მწარმოებელი:
ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი
26300 ქ. ვრაშცი, ბეოგრადსკის გზა ბბ, სერბეთი
ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424
წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
129272, ქ.მოსკოვი, ტრიფონოსვკის ქუჩა, სახლი 45ბ. ტელ. (495) 221-70-40, 221-70-46.

Facebook კომენტარები