რიპრონატი – RIPRONAT – РИПРОНАТ

საერთაშორისო დასახელება:

პროპიონატ დიჰიდრატი

მწარმოებელი: ROTAPHARM, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პროპიონატ დიჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპოქსანტი და ანტიოქსიდანტი; ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის კორექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები: ფირფიტაზე 10 და 15 კაფს., შეფუთვაში 4 და 6 ფირფიტა.

1 კაფს.

პროპიონატ დიჰიდრატი ………   250 მგ

1 კაფს.

პროპიონატ დიჰიდრატი ………   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რიპრონატი წარმოადგენს გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურლ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენ ს გამა -ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა გამა-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.

პრეპარატი, აინჰიბირებს რა გამა-ბუტირობეტაინ-ჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ-დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმებით – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A -ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის გარსებზე მათ მავნე ზეგავლენას; იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.

კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება გამა-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში გამა-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.

არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს  შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. Cmax-პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით.T1/2 _ შეადგენს 3-6 სთ-ს.

ჩვენებები:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
  • დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
  • ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
  • ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი).
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
  • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
  • ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგის სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური  ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

მიღების წესი და დოზირება:

აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.

ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.

გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში -10-14 დღე.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.

საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.

ლერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფთრხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.

ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება: რეაქციის სიჩქარეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.

მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.

კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან, ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები