როდასკონი – RODASKON – РОДАСКОН

საერთაშორისო დასახელება:

RHODIOLAE ROSEAE RHIZOMATA ET RADICES

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საერთომატონიზებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მცენარეული ადაპტოგენი.

როდასკონი იცავს ორგანიზმს კლიმატის, დღის რითმის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებისას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ.

ჩვენებები:

• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობა;

• ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;

• ხანგრძლივი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი;

• ალკოჰოლიზმის კომპლექსური მკურნალობა;

• პოსტოპერაციული და რეკონვალესცენციის პერიოდში კომპლექსური მკურნალობის დროს;

• გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების შემდგომ პერიოდში;

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 2-3 ტაბლეტი დღის პირველ ნახევარში ჭამის წინ 2-3 კვირის განმავლობაში.

მძიმე ფიზიკური დატვირთვისას 2-4 ტაბლეტი დატვირთვამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება:

ორსულობა, ჰიპერტონული კრიზი, ბავშვთა ასაკი, აგზნებული მდგომარეობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპერტონია.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება ბნელ, გრილ ადგილას.

Facebook კომენტარები