Aviabiltebi
მთავარი მკურნალი როტაცეფი – ROTACEF – РОТАСЕФ

როტაცეფი – ROTACEF – РОТАСЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: ROTAPHARM, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება:  ცეფტრიაქსონი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალება, III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში შეფუთვაში გამხსნელთან ერთად

ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის მარილის სახით)  ……….  0.5 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის მარილის სახით) ………… 1.0 გ

გამხსნელი ამპულებში

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……….  2.8 მლ ან 3.5 მლ.

საინექციო წყალი …………………………. 2 მლ-მდე ან 3.5 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როტაცეფი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო მოქმედების სპექტრის ანტიბიოტიკს. ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედის მემბრანის სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობის, მრავალი გრამდადებითი გამომწვევის და ზოგიერთი ანაერობის მიმართ. მდგრადია ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას მოქმედებისადმი.

როტაცეფის მიმართ მგრძნობიარე აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები:

Aeromonas spp.,Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამები მდგრადია), E.coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus pa-rainjluenzae, Klebsietla spp. (მათ შორის, Kl. pneumoniae), Moraxella spp., Morganella mor-ganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabi-lis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამები მდგრადია)

Salmonella spp. (მათ შორის S. typhi), Serratia spp. (მათ შორის, S.marcescens), Shigella spp., Vibrio spp. (в том числе, V. cholerae), Yersinia spp. (მათ შორისY. enterocolitica)

ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი, რომლებიც სხვა ანტიბიოტიკების, მაგალითად პენიცილინების, პირველი და მეორე თაობის ცეფალოსპორინების და ამინგლიკოზიდების გამოყენებისას კარგად მრავლდებიან, მგრძნობიარენი არიან როტაცეფის მიმართ. კლინიკური მონაცემების მიხედვით პირველადი და მეორადი სიფილისის დროს აღინიშნება პრეპარატის მაღალი ეფექტურობა.

როტაცეფის მიმართ მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები:

Streptococcus agalactiae, Staphilococcus aureus (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus bovis, Staphilococcus epidermalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes,Streptococcus viridans, Staphilococcus spp. რომლებიც მდგრადია მეტიცილინის მიმართ, რეზისტენტული ცეფალოსპორინების, მათ შორის როტაცეფის მიმართაც. Enterococcus spp. მრავალი შტამი (მაგალითად,E.faecalis) ასევე მდგრადია პრეპარატის მიმართ.

 

ანაერობული გამომწვევები: Bacteroides spp. (მათ შორის  В. fragilis ზოგიერთი შტამი),

Clostridium spp. (მათ შორის Cl. difficile ზოგიერთი შტამი), Fusobacterium spp. (გარდა F. mortifenim და F. va-rium), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. ზოგიერთი შტამი Bacteroides spp.ზოგიერთი შტამი (მაგ;  В. fragilis) რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას მდგრადი არიან როტაცეფის მიმართ.

 

ცეფტრიაქსონი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჩვენებები:

  • როტაცეფი ეფექტურია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიის შტამებით გამოწვეული ყველა ინფექციის მიმართ, მათ შორის ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (რომელთა შორის არის: პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა);
  • მუცლის ღრუს ორგანოები (მათ შორის: ქოლაგიტი, შარდის ბუშტის ემპიემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი);
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი);
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მათ შორის გონორეა);
  • ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები;
  • მენინგიალური გარსების ანთება, სეფსისი;
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

როტაცეფი შეჰყავთ კუნთში და ინტრავენურად ნაკადურად ან წვეთოვნად.

ჩვეულებრივ დოზირება მოზრდილთათვის და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეადგენს დღეში 1-2 გ-ს. შეყვანებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 24 საათს. მძიმე შემთხვევებში ან ზომირეად მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის დოზის გაზრდა 4 გრამამდე.

ახალშობილებში (2 კვირამდე ასაკი) როტაცეფი ინიშნება დოზით 20-50 მგ 1 კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით დღეში ერთხელ. დოზის მომატება არ შეიძლება ახალშობილებში ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო.

ძუძუთა ასაკის ბავშვებში და 12 წლამდე ასაკში როტაცეფის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-80 მგ 1 კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით დღეში ერთხელ. 50 კგ  და მეტი მასის ბავშვებში იყენებენ მოზრდილთა დოზებს.

სხეულის მასის 50 მგ/კგ დოზით პრეპარატის ინტრავენური შეყვანა უნდა განხორციელდეს წვეთობრივად  არა უმცირეს 30 წუთის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში როტაცეფის მიღება რეკომენდებულია არა ნაკლებ 3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ.

ბაქტერიული მენინგიტის დროს ბავშვებში და ახალშობილებში პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 100 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს. გამომწვევის იდენტიფიკაციის შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება.

შარდსასქესო სისტემის ქვედა ნაწილის გონოკოკური ინფექციების გაურთულებელი ფორმების დროს როტაცეფის რეკომენდებული დოზა შეადგენს 250 მგ-ს ერთჯერადად კუნთში.

შარდსასქესო სისტემის ქვედა ნაწილის გონოკოკური ინფექციების დროს, რომელიც მიმდინარეობს მცირე მენჯისა და ზედა ნაწილების გართულებებით (ავადმყოფთა მკურნალობა უნდა მოხდეს სტაციონარულ პირობებში). შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის გონოკოკური ინფექციების ეტიოლოგიური მკურნალობა: როტაცეფი – 1.0 გ კუნთში ყოველ 24 საათში.

იმ ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში და მათში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა თირკმელების ფუნქციის შენარჩუნებით, არ არის აუცილებელი პრეპარატის დოზის შემცირება. გამოხატული თირკმლისმიერი უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ერთდროული დარღვევისას, აგრეთვე ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში, აუცილებელია სისხლის შრატში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია 1-2 გ როტაცეფის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.

კუნთში შესაყვანად 500 მგ ან 1 გ როტაცეფს ხსნიან 2 მლ ან 3.5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში და შეყავთ ღრმად კუნთში.

ინტრავენური მოხმარებისთვის 500 მგ ან 1 გ როტაცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან შესაბამისად 5 მლ ან 10 მლ სტერილურ გამოხდილ წყალში და შეყავთ ვენაში 2-4 წუთის განმავლობაში.

ინტრავენური ინფუზიისთვის 2 გ როტაცეფს ხსნიან 40 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 0.45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, რომელიც შეიცავს 5% გლუკოზას, 5% გლუკოზის ხსნარში, 10% გლუკოზის ხსნარში, 5% ფრუქტოზაში, 6% დექსტროზაში; ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 წუთზე ნაკლები.

პრეპარატის ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს მისი დამზადებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

როტაცეფი შემთხვევათა უმრავლესობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები როგორც წესი, შექცევადია და ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

შესაძლებელია: თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა.

იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ტრანსამინაზას აქტივობის მომატება, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობის მომატება.

ერთეულ შემთხვევებში: ფსევდომემბრანოზული კოლიტი, სისხლის შედედების დარღევა, ინტრავენური შეყვანისას ვენის გასწვრივ ტკივილი, ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების მიმართ, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში ჰიპერბილირუბინემიის მაღალი რისკის გამო.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი როტაცეფის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს (ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს).

პრეპარატ როტაცეფის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი (ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში).

განსაკუთრებული მითითებები:

– ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, როტაცეფით მკურნალობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იყოს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.

– პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის რეგულარული კონტროლი.

– იშვიათ შემთხვევებში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ნაღვლის ბუშტის დაჩრდილვა, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. მაშინაც კი, როცა ამ მოვლენას თან ახლავს ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვეშ, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება სიმპტომური მკურნალობის ფოზე.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზოგიერთ დიურეტიკთან ერთად მისი მიღებისას არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

როტაცეფსა და ამინოგლიკოზიდებს ბევრ გრამუარყოფით ბაქტერიასთან მიმართებაში ახასიათებთ სინერგიზმი. მსგავსი კომბინაცია დასაბუთებულია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკურნალობისას (მაგალითად, განპირობებული ისეთი გამომწვევებით, როგორიცაა Pseudomonas aeruginoza).

არ შეიძლება როტაცეფის შერევა ერთ ფლაკონში ან შპრიცში სხვა ანტიბიოტიკებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები