როფერონი-A (გაგრძელება) – ROFERON-A – РОФЕРОН-А

პერიფერიული ნერვული სისტემა: ხანდახან -პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება, ნეიროპათია, ქავილი, ტრემორი.

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა: საკმაოდ ხშირად – ონკოლოგიური ავადმყოფების 1/5-ში აღინიშნება ტრანზიტორული არტერიული ჰიპო- და ჰიპერტენზია,შეშუპება, ციანოზი, არითმია, ტაქიკარდია და ტკივილი გულმკერდში. იშვიათად – ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის და სუნთქვის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი.  B ჰეპატიტით დაავადებულებში დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება იშვიათად.

კანი, მისი დანამატი, ლორწოვანი გარსები: საკმაოდ ხშირად – ავადმყოფთა 1/5-ში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი თმის ცვენა, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ატარებს გარდამავალ ხასიათს. იშვიათად: ჰერპესული გამონაყარის გამწვავება ტუჩებზე, გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების  სიმშრალე, გამონადენი და სისხლდენები ცხვირიდან, ფსორიაზის გამწვავება ან მანიფესტაცია.

თირკმელები  და შარდგამომყოფი სისტემა: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების უკმარისობა (ძირითადად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით ან ერთდროული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით), ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ანორექსიის ანორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, პროტეინურია, უჯრედული ელემენტების მომატება შარდის ნალექში, აზოტის შარდოვანას მომატება სისხლში, კრეატინინის  და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.

სისხლმბადი სისტემა: საკმაოდ ხშირად – ტრანზიტორული ლეიკოპენია (არ ითხოვსდოზის შემცირებას), ავადმყოფებში მიელოსუპრესიით – თრომბოციტოპენია,

ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ხანდახან – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება. მძიმე ჰემატოლოგიური ცვლილებების აღდგენა საწყის მაჩვენებლებამდე აღინიშნება 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.

სხვა:   იშვიათად – ჰიპერგლიკემია, რეაქცია ინექციის ადგიალს, აუტოიმუნური პათოლოგია (ვასკულიტი, ართრიტი, ჰემოლიზური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მგლურასმსგავსი სინდრომი). ძალიან იშვიათად – უსიმპტომო ჰიპოკალციემია. მაკაკა-რეზუსებში დიდი დოზების დანიშვნისას, რომელიც აღემატება კლინიკაში გამოყენებულ დოზებს, აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ტრანზიტორული დარღვევა, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანისათვის დადგენილი არ არის.

გაფრთხილება:

როფერონი  A-ს დანიშვნა საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მკურნალობის გამოცდილება შესაბამისი ჩვენებით. აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება როგორც მკურნალობის უპირატესობაზე, ასევე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.

ღვიძლის,  თირკმელების და ძვლის ტვინის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს აუცილებელია მათი ფუნქციის მონიტორინგი.პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტით თანმხლები აუტოიმუნური დაავადებებით.  თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა ღვიძლის  ფუნქციებისპათოლოგიური ცვლილებები, საჭიროა მათი მონიტორინგი ან პრეპარატის მოხსნა. რეკომენდებულია ყველა ავადმყოფის ფსიქონევროლოგიური გამოკვლევა. იშვიათად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას როფერონი A-თი, აღინიშნებოდა სუიციდალური მცდელობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი ინიშნება ავადმყოფებში მძიმე მიელოსუპრესიით, რადგანაც პრეპარატი თრგუნავს  ძვლის ტვინის ფუნქციას,  რაც იწვევს ლეიკოპენიას (განსაკუთრებით გრანულოციტების), თრომბოციტოპენიას და იშვიათად ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებას. ეს განაპირობებს ინფექციის მომატებულ რისკს ან სისხლდენას. აუცილებელია ამ ავადმყოფებზე დაწესდეს მონიტორინგი და რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზის კონტროლი.ავადმყოფებში ტრანსპალანტაციის შემდეგ (მაგალითად, თირკმელების ან ძვლის ტვინის) მედიკამენტოზური იმუნოსუპრესია შესაძლებლია იყოს ნაკლებად ეფექტური, რადგანაც ინტერფერონს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება იმუნურ სისტემაზე.ჰიპერგლიკემიის კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი და შესაბამისი მეთვალყურეობა. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით  საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.პრეპარატის დანიშვნა ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც იგი შეიცავს ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით, რომელიც არსებული მონაცემების თანახმად, იწვევს ნერვულ-ფსიქიური სფეროს მყარ დარღვევას და პოლიორგანულ უკმარისობას.კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან – იხ. სიფრთხილის ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

მამაკაცები და ქალები პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებლიანობა აღემატება მოსალოდნელ რისკს. თუმცა კვლევა არ ადასტურებს პრეპარატის ტერატოგენულ ეფექტს, არ არის გამორიცხული, რომ მან უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. როდესაც მაკაკა-რეზუსში პრეპარატი ინიშნებოდა დიდი დოზებით, რომელიც აღემატება კლინიკაში რეკომენდებულ დოზებს, მნიშვნელოვნად იზდებოდა აბორტების რაოდენობა. უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ამ პერიოდში წყდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე.ბენზილის სპირტი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შემავსებელის სახით, შესაძლოა გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის  დანიშვნისას უშუალოდ მშობიარობის წინ ან საკეისრო კვეთის წინ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ზემოქმედება დღენაკლულ ახალშობილებზე. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან – იხ. გაფრთხილების ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატის დოზირების რეჟიმის  და ავადმყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით, მას შეუძლია იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ალფა-ინტერფერონს შეუძლია გამოიწვიოს აღდგენითი მეტაბოლური პროცესების დარღვევა სისტემა ციტოქრომ P 450  – ს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ გზით. აღწერილია თეოფილინის კლირენსის შემცირება მათი ერთდროული დანიშვნისას. ინტერფერონები აძლიერებენ ადრე ან მასთან ერთდროულად დანიშნული ნეიროტოქსიური, ჰემატოტოქსიური ან კარდიოტოქსიური პრეპარატების მოქმედებას.

ურთიერთქმედება შესაძლებელია  ცენტრალური მოქმედების პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან – იხ. ურთიერთქმედება რიბავირინის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ინტერფერონის დიდი დოზების განმეორებითი გამოყენებისას აღინიშნება ღრმა ლეთარგია, მოთენთილობა, პროსტრაცია და კომა. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი თერაპიის ჩატარებას. ავადმყოფები პრეპარატზე გამოხატული გვერდითი მოვლენებით უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში. კლინიკურ კვლევაში კომა რეგისტრირებულია ავადმყოფთა 0,4%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:

ინსტრუქცია პრეპარატთან მოპყრობის შესახებ:

ფლაკონი საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 18  მლნ სე 3 მლ-ში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის (ერთ ავადმყოფზე).სხვა ფორმები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.დოზის ამოღების წინ 18  მლნ სე ფლაკონის ხუფი უნდა გაიწმინდოს მადეზინფიცირებელი ხსნარით. ფლაკონის ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს პირველი დოზისამოღების თარიღი. ყოველი აღებისათვის საჭიროა ახალი შპრიცის და ნემსის გამოყენება. დაუშვებელია ნემსის განმეორებითი გამოყენება.18  მლნ სე მრავალჯერადი ფლაკონის გამოყენება წარმოებს 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის აღების შემდეგ.

მრავალჯერადი კარტრიჯები განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის. მათი გამოყენება ხორციელდება შპრიც-კალამის სახით – “როფერონი-პენი”. შპრიცკალამთან და კარტრიჯთან ერთად  გამოიყენებენ ნემს “პენფაინი”. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი სხვა ნემსის  გამოყენება. ყოველი ინექციისათვის იყენებენ ახალ სტერილურ შპრიცს. კარტრიჯის გამოყენება ხორციელდება 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის ამოღების შემდეგ. კარტრიჯის პირველი გამოყენების თარიღი უნდა აღინიშნოსმის ეტიკეტზე და იგი წებდება შპრიც-კალამის კოლოფზე.

“როფერონპენის” გამოყენების ვრცელი ინსტრუქცია არის შპრიც-კალამის შეფუთვაში.

შენახვის ვადა:

2 წელი. გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები:

არა უმეტეს +2-8°C გაყინვის გარეშე.სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები