სალიცილის მჟავა (აქტიური ნივთიერება) – SALICYLIC ACID – САЛИЦИЛОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას – კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.

ჩვენებები

  • ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.

Facebook კომენტარები