სეკროლი – SEKROL – СЕКРОЛ

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL HCL

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პედიატრიული სიროფი: ფლაკონში 150 მლ, საზომი კოვზით.

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი …………   15 მგ

დამხმარე ნივთიერება:

ეთანოლი, ბენზოის მჟავა, როგორც დამცავი საშუალება, ალუბლის არომატიზატორი, სორბიტოლი.

სიროფი: ფლაკონში 150 მლ, საზომი კოვზით.

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……….     30 მგ

დამხმარე ნივთიერება:

მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ალუბლის არომატიზატორი, სორბიტოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამბროქსოლი წარმოადგენს ბრომჰექსინის დისმეთილის მეტაბოლიტს. იგი აქვეითებს რესპირატორულ ტრაქტში წარმოქმნილი სეკრეტის ადჰეზიურობას და წებოვნებას. ამასთანავე ხელს უწყობს სეკრეტის მოცილებას და სუნთქვის გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ამბროქსოლი სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 2 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს. ამბროქსოლი პლაზმის ცილებს უკავშირდება 90%.

მისი 80% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
  • გამოიყენება, როგორც მუკოლიზური საშუალება ცხვირის ღრუს და ცხვირხახის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სეკროლის პედიატრიული სიროფი

2 წლამდე :  2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი) 2-ჯერ დღეში;

2-5 წელი: 2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში;

5-12 წელი: 5-10 მლ (1-2 დოზირებული კოვზი) 2-ჯერ დღეში.

სეკროლის სიროფი

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 5-10 (1-2 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მლ (1 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება გამონაყარი კანზე, ქავილი, სისუსტე, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლისა და ბრომჰექსინის მიმართ;

* კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

* ორსულობა და ლაქტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სეკროლის სიროფის დანიშვნა კოდეინთან და ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული.

– სეკროლის სიროფის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დანიშვნისას იზრდება ანტიბიოტიკის შეღწევადობა ბრონქულ სეკრეტში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები