სემედი 200მკგ #30ტ

Semed 200 / სემედ 200

L-selenomethionine

შემადგენლობა: ერთი  ტაბლეტი შეიცავს :  სელენის L – მეთიონინი 200 მკგ 

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის გლიკოლატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსილპროპილ მეთილცელულოზა, ჰიდროქსილპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, PEG – 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

 სელენის L -მეთიონინი ორგანული სელენია –  ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა ორგანიზმისთვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენის მეშვეობით  ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი) სინთეზი. სელენი იცავს DNM – ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.  სელენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ნორმალიზაცია. სელენი მეტად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. თიროქსინი სელენდამოკიდებული მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვეგირდება აქტიურ ფორმად- ტრიოდთირონინად. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან(მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებში ,ამცირებს ორბიტოპათიის ხარისხს, მნიშვნელოვნად ამცირებს

Anti- TPO- ს დონეს ჰაშიმოტოს დაავადების დროს. სელენი იცავს გულის კუნთს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისაგან, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს  გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, სელენი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, ასტიმულირებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და ანელებს დაბერების პროცესს. სელენი ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო , ანტი- ათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით. სელენი მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმელური ფუნქციონირებისათვის. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. კვლევებით დადგენილია რომ ორგანული სელენი არ არის ტოქსიური. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ხდება 19 % -ით მეტად ვიდრე არაორგანული სელენის და არ აქვს გამოხატული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან.

ჩვენებები:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • თირეოიდული ოფთალმოპათია
  •  მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტა
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
  • შაქრიანი დიაბეტი( ტიპი 2) პროფილაქტიკა,პანკრეატიტი
  • ონკოლოგიური დაავადებები, სხივური და ქიმიო თერაპიის შემდგომი პერიოდი
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია.
  • გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება.
  • კუნთოვანი დისტროფიები
  • რევმატოიდული ართრიტი, ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი.
  • უნაყოფობა, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
  • დერმატიტები, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი, თმის ცვენა.

უკუჩვენება: არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

1. არ მიიღოთ რეკომენდირებული დღიურ დოზაზე მეტი, ჰიპერდოზირების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

2. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

3. რეკომენდირებულია ყოველდღიური მიღებისთვის როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვებში 14 წლიდან  და მოზრდილებში – 200 მკგ  დღეში.

სემედ 200 მიიღება ჭამის დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 15 -25°C -ზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30 , მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი თითოეულზე 10 ტაბლეტით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

პრეპარატს გააჩნია ევრო სერტიფიკატი (ISO 14001.2004.45/П.2009)

მწარმოებელი: InterMED Pharmaceutical Laboratories S.A

მისამართი:  Kaliftaki, 27.145 64

Kifissia, Tel: 210 6253905, Fax: 210 6253906

e- mail: [email protected] gr, www.intermed.com.gr

Facebook კომენტარები