სემილაქტი – SEMILACT – СЕМИЛАКТ

საერთაშორის დასახელება:

სპირინოლაქტონი+ფუროსემიდი

Spirinolactone+Furosemide

მწარმოებელი: სავაჭრო მარკის და რეისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი ROTAPHARM”, Great Britain

წარმოებულია: “ სედიკო ფარმასიუტიკალს კო .” მიერ , ეგვიპტე

სამკურნალო ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:

აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან მოთეთრო ფერის.

შემადგენლობა:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:

სპირინოლაქტონი ………………..  50მგ ან 100მგ

ფუროსემიდი ……………………… 20მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა E6, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული დიურეზული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სემილაქტი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირინოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით.

სპირინოლაქტონი წარმოადგენს კალიუმშემნახველ დიურეზულს, პროლონგირებული მოქმედების ალდოსტერონის (თრკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიკურ ანტაგონისტს. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მაჟავიანობას.

ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ „მარყუჟოვან“ შარდმდენებს, აბლოკირებს ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს აღმავალ მარყუჟში, ასევე თირკმელების პროქსიმალური და დისტალურ ხვეულ მილაკებში: ზრდის წყლის ექსკრეციას,

ჩვენებები:

  • შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობისას, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ან აღინიშნება შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალიემია):
  • შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევისას ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად;
  • ასციტი ღვიძლის ციროზის დროს;
  • არტერიული ჰიპერტანზია.

უკუჩვენებები:

* ჰიპრმგრძნობელობა სპირინოლაქტონის ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;

* ღვიძლის ფუნქცის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა);

* ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომლებიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო– ან ჰიპერკალიემია, ჰოპონატრიემია.

გვერდითი მოვლენები:

წყალ–ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყებნებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება.

კუჭ–ნაწლავის სიტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება.

შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: ერექციის დარღვევა, გინეკომასტია (მამაკაცებში); ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დისმენორეა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა (ქალებში).

ალერგიული რექციები: სისტემური ვასკულიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მანეკროზირებელი ანგიიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სისხლმბადი სისტემის მხრივ:

იშვიათად – აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი სემილაქტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, ჭამის დროს, საკმარის რაოდენობის სითხის მიყოლებით.

დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების ნოზოლოგიური ფორმის და წყალ–ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამოხატულების გათვალისწინებით.

მკურნალობის პირველი 3–6 დღის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად საშუალო დღიური დოზით 4 ტაბლეტამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს 3–ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის გამოხატულების მიხედვით ეს დოზა ინიშნება ყოველდღიურად  და /ან დღეგამოშვებით, ან ორ დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლიობა დგინდება ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: რეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალიემია; ჰიპოქლორემიული ალაკალოზი.

მკურნალობა: სიმპტომატური – გულისხმობს სითხის სისხლძარღვებშუა მოცულობისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენას. ჰემოდიალიზი არ აჩქარებს ფუროსემიდის გამოყოფას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

– კალიუმის ან კალიშემნახველ შარდმდენ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (ტრიამტერენი, ამილორიდი), ასევე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება;

– გლუკოკორტიკოიდებთან, ასევე საფაღარათე საშუალებებთან ერთად სპირინოლაქტონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება;

– სპირინოლაქტონმა შეიძლება შეასუსტოს პრეპარატ კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი; ამცირებს ნორადერენალინის ვაზოპრესორულ ეფექტს, ზრდის დიგოქსინის ნახევრად დაშლის პერიოდს;

– სალიცილატებმა შეიძლება შეამცირონ სპირინოლაქტონის მოქმედება;

– ფუროსემიდმა შეიძლება შეასუსტოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების და პრესორული ამინების მოქმედება და გააძლიეროს სალიცილატების, თეოფილინის, ლითიუმის პრეპარატებისა და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედება;

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგალითად, ინდომეტაცინი) შეიძლება შეასუსტონ ფუროსემიდის მოქმედება;

– ფუროსემიდისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ნეფრო– და ოტოტოქსიური გვერდითი მოვლენების გაძლიერება გამოიწვიოს.

განსაკუთრებული მითითებები:

სემილაქტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მომატებული რისკით. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია შრატში ელექტროლიტების, ასევე შარდოვანს, კრატინინის, გლუკოზისა და  შარდმჟავას კონტროლი.

სემილაქტის გამოყენების დროს ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სემილაქტის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის მარტვისა და მექანიზმებთან მუშობის უნარზე ზეგავლენა: პრეპარატის მიღების დროს– განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა  და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფიზიკურ და ფსიქიკურ რეაქციებს. მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობა დგინდება ინდივიდუალურად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 300C  ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა რეცეპტით.

Facebook კომენტარები