სერტაზოლი 300მგ #1სუპოზ.

სერტაზოლი
SERTAZOL

სავაჭრო დასახელება: სერტაზოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: შერტაცონაზოლე
ქიმიური დასახელება: (ღშ)-7-ქლორ-3-(1-(2,4-დიქლორფენილ)-2-(IH-იზიდაზოლ-1-ილ)- ეტოქსიმეთილ)ბენზო(β)თიოფენი.
აღწერილობა: კვერცხის ფორმის, თეთრი ფერის სუპოზიტორიები. დასაშვებია ძაბრისებრი ჩაღრმავებები. განივ კვეთაში დასაშვებია საჰაერო ღერძის არსებობა.
შემადგენლობა თითო სუპოზიტორიაზე: სერტაკონაზოლის ნიტრატი 300 მგ; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მყარი ცხიმი.
სამკურნალო ფორმა: ვაგინური სუპოზიტორიები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის, იმიდაზოლის წარმოებულები, ათქ კოდი: G01AF19
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა სოკოს საწინააღმეგო პრეპარატი, იმიდაზოლის და ბენზოთიოფენის წარმოებული. თერაპიულ დოზებში ახდენს ფუნგისტატურ და ფუნგიციდურ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვასა და უჯრედის მემბრანის განვლდობის ზრდაში, რაც იწვევს სოკოს უჯრედის ლიზისს. აქტიურია Candida spp. (მათ შორის Candida albicans) მიმართ. ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობა გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ (Streptococcus spp., Staphylococcus spp).
ფარმაკოკინეტიკა ინტრავაგინალური გამოყენებისას სისტემური აბსორბცია არ არსებობს. უცვლელი სერტაკონაზოლი არ ვლინდება არც სისხლის პლაზმაში, არც შარდში.
გამოყენების ჩვენებები: საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციები, გამოწვეული Candida-ს სახეობის სოკოებით (კანდიდოზური ვულვოვაგინიტი).
გამოეყნების წესი და დოზირება:
ინიშნება ერთჯერადად. ვაგინური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში, ძილის წინ. კლინიკური სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ხელმეორედ გამოყენება 7 დღის შემდეგ. სუპოზიტორიის ინტრავაგინალური შეყვანის წინ აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების მობანა ნეიტრალური ან ტუტე საპნის გამოყენებით.
გვერდითი მოქმედება: იშვიათად: წვა, ქავილი საშოში (გადის დამოუკიდებლად, არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას).
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: 14 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა სერტაკონაზოლის მიმართ.
ჭარბი დოზირება: არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: სამკურნალო საშუალების გამოყენებისას რეკომენდირებულია სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება.
უროგენიტალური რეინფექციის პრევენციისთვის რეკომენდირებულია საკითხის განხილვა სქესობრივი პარტნიორის ერთდროულად მკურნალობის შესახებ. ბარიერული კონტრაცეფციის საშუალებების დაზიანების რისკი (პრეზერვატივის ან დიაფრაგმის დაზიანება) იზრდება სერტაზოლთან მათი ერთდროულად გამოყენებისას. მკურნალობის ჩატარება შეიძლება მენსტრუაციის დროს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: საკმარისი მონაცემები სერტაკონაზოლის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს. სამკურნალო საშუალების გამოყენების წესის (ერთჯერადად), ასევე სისტემური აბსორბციის არარსებობის გათვალისწინებით, სერტაზოლის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე: სერტაზოლის გამოყენება არ მოქმედებს საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულების (მათ შორის სატრანპორტო საშუალებების ტარების) უნარზე, რაც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქიცების სისწრაფეს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ერთდროულმა გამოყენებამ ადგილობრივ კონტრაცეფტივებთან შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის სპერმიციდული მოქმედების შესუსტება.
შენახვის პირობები: არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. შეფუთვა: 1 სუპოზიტრია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლიმერული მასალებისგან (პვქ/პე). 3 ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი: შპს “რუბიკონი”, ბელორუსიის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქ., 62ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29

e-mail: [email protected]

Facebook კომენტარები