სიმპალი 25 – SYMPAL 25 – СИМПАЛ 25

საერთაშორისო დასახელება:

DEXKETOPROFEN TROMETAMOL

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 და 50 ც.

1 ტაბ.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი ………..  25 მგ

სხვა კომპონენტები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილ სახამებლის ნატრიუმის მარილი, გლიცერინმონოსტეარატი, მეთილჰიდროქსილპროპილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 6000, E171.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმპალი წარმოადგენს ბენზოილფენილ პროპიონის მჟავას ტრომეტამოლის მარილს, რომელიც ხასიათდება ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. იგი მიეკუთვნება ანალგეზიურ/ანტირევმატული არასტეროიდულ საშულებათა ჯგუფს.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვით გამოწვეული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებით ფერხდება არაქიდონის მჟავას გარდაქმნა ციკლურ ენდოპეროქსიდებად (PGG2 და PGH2), რომელთაგანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE,  PGE2α, PGD2 პროსტაციკლინი (PGI2) და თრომბოქსანი (TXX2 TXB2).

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალური მიღებისას სისხლში აღწევს საშუალოდ 30 წთ-ის შემდეგ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.65 სთ-ს. იგი სწრაფად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ორგანიზმში მისი განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 0.25 ლ/კგ-ზე.

სიმპალის ელიმინაცია მიმდინარეობს გლუკურონიზაციის ხარჯზე, რომლის შემდეგაც იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილები როგორიცაა:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტკივილები, მტკივნეული მენსტრუაცია, კბილის ტკივილი, რევმატიული ხასიათის ტკივილი, ართრიტი, ართრალგია, ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიტი, იშიაზი, ნევრალგიური ტკივილები.

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების სახის და ტკივილების ინტენსივობის მიხედვით რეკომენდებული დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში 6-ჯერ მისაღებად მიღებებს შორის 4-6 სთ-იანი ინტერვალით, ან 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 8 სთ-იანი ინტერვალით. პრეპარატის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 ტაბლეტს დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანებით, ან თირკმელების ფუნქციის მცირე დაქვეითების დროს, საჭიროა მკურნალობის დაწყება შედარებით მცირე დოზებით _ არა უმეტეს 2 ტაბ.-სა დღეში.

თირკმელების საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მწვავე ტკივილების დროს პრეპარატს იღებენ მინიმუმ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.

სიმპალის მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზანშეწონილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: კუჭის არეში წვის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. უსიამოვნო შეგრძნებები როგორიცაა: ზემო და ქვედა კიდურების დაბუჟება და სხეულში ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება,

ნევროზული ხასიათის ჩივილები, ტაქიკარდია, ძილის დარღვევა, შემცივნება, კიდურების შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და გამონაყარი კანზე.

იშვიათად სისხლდენით მიმდინარე კუჭის წყლული, შედარებით უფრო იშვიათად _ ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ, ღვიძლის და თირკმელების დაზიანება, კანის მხრივ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ქავილის, ურტიკარიის, ერითემის სახით, ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სიმპალის ან სხვა არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

* წყლული, ანთება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, აგრეთვე ეჭვი მათ არსებობაზე წარსულში.

* სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან, ან სხვა აქტიური სისხლდენა, მიდრეკილება სისხლდენის მიმართ ან სხვა დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია სისხლის შედებების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით;

* კუჭის და ნაწლავების დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი);

* ბრონქული ასთმა (აგრეთვე წარსულში);

* გულის მწვავე უკმარისობა;

* თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე  ხარისხის დარღვევა;

* ღვიძლის ფუნქცის მძიმე დარღვევა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ ხანდაზმულ ალერგიული რეაქციების მქონე ავადმყოფებს, აგრეთვე სისტემური წითელი მგლურას, შერეული კოლაგენოზების და სისხლის შედებების პროცესის დარღვევების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სიფრთხილით ენიშნებათ სხვა ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედების პროცესის შეფერხებას;

– ლითიუმის პრეპარატებთან;

– მეტოტრექსატთან;

– ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები