სინდრომი მიულერის – მონტანდონის

მიულერის სინდრომი
მიულერის სინდრომის დროს კუნთების კონსტიტუცია არაერთგვაროვანია. მათი ზოგიერთი კონა სხვებისგან გამოირჩევა დაჭიმულობითა და სიმკვრივით, როგორც სპაზმის დროს, მათ გვერდით კი კუნთების კონები დუნე და მომჩვარულია. ამ დაჭიმულობას მიულერმა ჰიპერტონუსი უწოდა. გვხვდება კუნთების იმ დაავადებების დროს, რომელთათვისაც დამახასიათებელია შეკუმშვის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიულერ-მეტცგერის
სინდრომი

მიულერ-მეტცგერის სინდრომი არის ენდოკრინულ-ოფთალმოლოგიური სინდრომი. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპოფიზის ჰორმონული დარღვევები, აკრომეგალიური ტიპის სახის ცალმხრივი ცვლილებები და გლაუკომა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიულერ-რიბინგ-კლემენტის
სინდრომი

მიულერ-რიბინგ-კლემენტის სინდრომი (სინონიმი: რიბინგ-მიულერის სინდრომი) არის სახარების ეპიფიზთა იზოლირებული დიზოსტოპი. მისი ნიშნებია: ძვლების ეპიფიზთა დეფორმაცია და “შეჭმუხვნილობა” ოსტეომალაციისადმი მიდრეკილებით, იშვიათად – ჯუჯის სიმაღლე, სუბიექტურად – ტკივილი და შეზღუდულობა სახსრებში (უპირატესად – მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში), ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვობაში, ზოგჯერ თან ახლავს ჰიპოთირეოზის სიმპტომები. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიუნჰაუზენის
სინდრომი

მიუნჰაუზენის სინდრომი ფსიქონევროზული სიმპტომოკომპლექსია: ავადმყოფი გამუდმებით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს სხვადასხვა ანამნეზური (უმთავრესად – მწვავე) სიმპტომატიკით, რასაც ობიექტური ორგანული პათოლოგია არ უდევს საფუძვლად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშელინ-მანის
სინდრომი

მიშელინ-მანის სინდრომი (სინონიმები: ბუშკეს იატროგენული დაავადება), ჩვეულებრივ, გვხვდება ბავშვთა ასაკში. დამახასიათებელია მოულოდნელი დასაწყისი სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ. მისი ნიშნებია: სხეულის ზედა ნაწილში მოძრაობის შეკავება, კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება, ცხელება, ედსის აჩქარება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი I

მიშერის სინდრომი I წარმოადგენს შავი აკანთოზის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტრიქოზის, დაკლაკნილი კანის, თანკბილვის დარღვევის, ინფანტილიზმისა და გონებრივი განუვითარებლობის შერწყმას. ეტიოლოგია უცნობია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი II
მიშერის სინდრომი II ტუჩების პარენქიმული გრანულომური ანთებაა. იწვევს ერთი ან ორივე ტუჩის გადიდებას, შესქელებას, გამკვრივებას. მიაკუთვნებენ ბენიე-ბეკ-შაუმანის სარკოიდოზის სისტემურობის გარეშე ნაირსახეობათა რიცხვს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი III
მიშერის სინდრომი III წარმოადგენს კანისა და ჩონჩხის მრავლობითი ანომალიის ოლიგოფრენიასთან შერწყმას. მისთვის დამახასიათებელია: ტანდაბლობა ან ჯუჯისებრი სიმაღლე, ზედა კიდურთა მოხრითი კონტრაქტურა, ლინოდაქტილია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერ-შტორკის
სინდრომი

მიშერ-შტორკის სინდრომი, იგივე მიშერ-შტორკის მიკრობიდი, ჰემორაგიული ვასკულიტი, კლინიკურად ვლინდება მომცრო ერითემული ან ერითემულ-ჰემორაგიული ლაქებით ქვედა კიდურებზე (იშვიათად – ზედაზე). ახასიათებს ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური პროცესების (მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტის) გამწვავება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიხალოვსკის
სინდრომი

მიხალოვსკის სინდრომი წარმოადგენს სანერწყვე ჯირკვლების გადაადგილებას ქვედა ტუჩში და მზით გამოწვეულ ქეილიტს. სანერწყვე ჯირკვლების ქვედა ტუჩში გადაადგილება იწვევს ტუჩის გასქელებას, რაც ხელს უწყობს ქეილიტის განვითარებას, მით უმეტეს – თუ ადამიანი ზემგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მკერდის წინა კედლის
სინდრომი

მკერდის წინა კედლის სინდრომი – გულმკერდში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ტკივილის შეტევა, რომელიც ჰგავს სტენოკარდიულს, მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ არ ახასიათებს ტკივილის ირადიაცია, ვეგეტატიური რეაქციები, ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები და ამ დროს ნიტროგლიცერინი არ ახდენს სამკურნალო ეფექტს, მაშინ როდესაც ეფექტურია ანალგეზიური საშუალებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოალტერნირე
პედუნკულური
სინდრომი

მოალტერნირე პედუნკულური სინდრომი (სინონიმები: ვებერ-გიუბლერ-ჟანდრეს სინდრომი, ვებერის სინდრომი) ვითარდება თვალის მამოძრავებელი ნერვის ფესვებისა და პირამიდული გზების ტვინის ფეხების დონეზე დაზიანების დროს. მისთვის დამახასიათებელია ფთოზის, მიდრიაზისა და განზიდვითი სიელმის შერწყმა დაზიანების კერის მხარეს, მოპირდაპირე მხარეს კი ჰემიპლეგია, ჰემიპარეზი და ჰემიანესთეზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მობიტცის სინდრომი

მობიტცის სინდრომი წარმოადგენს პარასისტოლიას, რომელიც განპირობებულია გულში რიტმის ორი მატარებლის მაკონკურირებელი ფუნქციობით, კერძოდ, სინუსურსა და ატრიოვენტრიკულურ კვანძებში. ვითარდება მიოკარდიტის დროს საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ხან კი იდიოპათიური ხასიათისაა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოინიჰინის სინდრომი
მოინიჰინის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია ალოპეცია, თმა ზრდას იწყებს ორიდან ოთხ წლამდე ასაკში, თმიანობა მეჩხერია, აღინიშნება კრუნჩხვითი შეტევები, გონებრივი განვითარების შეფერხება, ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოკლე კისრის
სინდრომი

მოკლე კისრის სინდრომი (სინონიმი: კლიპელ-ფეილის დაავადება) წარმოადგენს განვითარების ანომალიას – ხერხემლის კისრის მალების (ზოგჯერ – გულმკერდის ზედა მალებისაც) შეერთებას (შეხორცებას) და გამკვრივებას. გამოიხატება კისრის დამოკლებით, თავის მოძრაობის შეზღუდვით, კისრის ფესვების სინდრომით. ხშირია სხვა ანომალიებიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მომტანი მარყუჟის
სინდრომი

მომტანი მარყუჟის სინდრომი, იგივე ნაღვლით ღებინების სინდრომი, დუოდენობილიარული სინდრომი – ვითარდება კუჭის რეზექციის შემდეგ (ბილროთ მეორით). ახასიათებს მომტანი მარყუჟის შიგთავსის ევაკუაციის დარღვევა. განპირობებულია მარყუჟის გადაგრეხით, გრძელი მარყუჟით, შეხორცებითი პროცესით, სტენოზით. მთავარი ნიშანია შებერვა. თან ახლავს ტკივილი ეპიგასტრიუმში და ღებინება ნაღვლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონეის სინდრომი
მონეის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს: სმენის ზომიერ დაქვეითებას, რაც დაკავშირებულია შიდა ყურის ანომალიებთან, ახლომხედველობას, მეტყველების განვითარების ჩამორჩენილობას ნორმალური ფსიქომოტორული განვითარების დონეზე, აუტიზმს; მოგვიანებით ვითარდება სრული ამავროზი და სიყრუე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონკრიფის სინდრომი

მონკრიფის სინდრომი წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის თანდაყოლილ მოშლას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. გამოიხატება ალიმენტური გლიკოზურიით (სახაროზოურია, ლაქტოზოურია, ფრუქტოზოურია), რასაც თან ახლავს ფიზიკური და გონებრივი განუვითარებლობა, დიაფრაგმული თიაქრის ჩამოყალიბება. მოსალოდნელია თავის ტვინის განვითარების ანომალიებიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონტანდონის
სინდრომი

მონტანდონის სინდრომი – ეს არის დისფაგიის ხანგრძლივი შეტევები საყლაპავის ზედა ნაწილის მიოგენური სტენოზის ნაიდაგზე. მოვლენები დროთა განმავლობაში პროგრესირებს და მოგვიანებით სტადიებში ავადმყოფი სითხესაც ვერ ყლაპავს. გვხვდება უპირატესად ასაკგადაცილებულ პირებში. ეზოფაგოსკოპია ავლენს სფინქტერის მსუბუქ ან ზომიერ სპაზმს. ლორწოვანი უცვლელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები