სინტეფორტი – SINTEFORT – СИНТЕФОРТ

საერთაშორისო დასახელება:

BILBERRY EXTRACT

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 20 ც.

1 კაფს.

მოცვის მშრალი ექსტრაქტი (Bilberry extract 25%)B სტანდარტიზებული 25%

ანტოციანოზიდებზე ……………..  177 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სინტეფორტი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.

მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები _ ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის _ როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

ჩვენებები:

სინტეფორტი გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება შემდეგი დაავადებების დროს:

  • საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
  • შეძენილი ჰემერალოპია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის), ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
  • კუნთების ასტენოპათია;
  • ბადურის დისტროფია;
  • ბადურის მაკულარული დისტროფია;
  • ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
  • ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
  • კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა.

მიღების წესი და დოზირება:

სინტეფორტი ინიშნება თითო კაფსულა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

– პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

– სინტეფორტის აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები