სოლკოსერილი თვალის გელი – SOLCOSERYL EYES GELL – СОЛКОСЕРИЛ ГЛАЗНОЙ ГЕЛЬ

მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის გელი: ტუბში 5 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზებული დიალიზატი        ………………………………………………………………..8.3 მგ

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი  …………0.1 მგ/1გ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, ორწყლიანი ნატრიუმის ედტა, სორბიტოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი თვალის გელის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებულ დიალიზატს, მიღებულს ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლიდან დიალიზისა და ულტრაფილტრაციის გზით (ნომინალური ზომა 5000 და). შესაბამისად პრეპარატის აქტიური ნივთიერება არ შეიცავს ცილის მოლეკულებს. იგი შეიცავს დაბალმოლეკულური კომპონენტების დიდ რაოდენობას მიღებულს ძუძუმწოვარა ხბოების სისხლიდან, კერძოდ: ელექტროლიტებს, ამინომჟავებს, ნუკლეოტიდებს, ნუკლეოზიდებს, ოლიგოპეპტიდებს და ნახშირწყლოვანი ცვლის შუალედურ პროდუქტებს.

კლინიკური ეფექტურობა განპირობებულია ყველა კომპონენტის სინერგული მოქმედებით.

სოლკოსერილი თვალის გელი იცავს ქსოვილებს ჰიპოქსიისა და საკვები პროდუქტების დეფიციტისგან, ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

სოლკოსერილი თვალის გელი არის სპეციალურად შემუშავებულ რქოვანას, განსაკუთრებით მისი სტრომის დაზიანებათა სამკურნალოდ, რადგან იწვევს ქსოვილების რეგენერაციას და ამცირებს ნაწიბურების წარმოქმნის რისკს.

თავისი ჟელესმაგვარი კონსისტენციის წყალობით, რაც განპირობებულია მასში კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილის არსებობით, სოლკოსერილის თვალის გელს აქვს ადჰეზიური თვისებები და უზრუნველყოფს რქოვანაზე მის თანაბარ განაწილებას და შენარჩუნებას საკმაო ხნის მანძილზე, რის შედეგადაც აქტიური ნივთიერება განუწყვეტლივ იწოვება დაზიანებულ ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა:

როგორც სხვა ბიოლოგიურად სტანდარტიზებული პრეპარატების შემთხვევაში, სოლკოსერილის თვალის გელის აქტიური ნივთიერების – დეპროტეინიზებული ჰემოდიალიზატის – აბსორბცია, განაწილება და ელიმინაცია შეუძლებელია შესწავლილ იქნას ჩვეულებრივი ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით (მაგ. რადიოაქტიური მარკირებით და სხვა) რადგანაც ჰემოდიალიზატმა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფარმაკოდინამიური მოქმედება, რაც მიეწერება სხვადასხვა ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე მოლეკულებს. გარდა ამისა, ძუძუმწოვარა ხბოების დეპროტეინიზებული დიალიზატი შეიცავს სისხლის შრატისა და უჯრედების დაბალმოლეკულურ კომპონენტებსაც, რომლებიც ნორმაში ყოველთვის არიან ძუძუმწოვრების სისხლში.

ჩვენებები:

  • რქოვანასა და კონიუნქტივის მექანიკური დაზიანებები (ეროზია, ტრავმა), მათ ოპერაციის შემდგომი ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად (კერატოპლასტიკის, კატარაქტის ამოღებისა და გლაუკომის ოპერაციების შემდეგ);
  • რქოვანას ქიმიური (მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებით გამოწვეული), თერმული, სხივური (ულტრაიისფერი, რენტგენის და სხვა სახის მოკლეტალღური გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული) დამწვრობა;
  • რქოვანას წყლულები, კერატიტები (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის) ეპითელიზაციის სტადიაში ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციაში;
  • რქოვანას სხვადასხვა ეტიოლოგიის დისტროფიები (მათ შორის ნეიროპალარიტური, ლაგოფტალმური კერატიტი, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, ბულოზური კერატოპათია);
  • მყარი და რბილი ლინზებისადმი შეგუების პერიოდის შემცირებისათვის და მათი ატანის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:

– ჩვეულებრივ სოლკოსერილის თვალის გელის 1 წვეთი ეწვეთება კონიუნქტიურ პარკში დღეში 3-4-ჯერ.

– მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთხელ ყოველ საათში. თუ დამატებით გამოიყენება თვალის სხვა წვეთებიც, მაშინ სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ მათი გამოყენების შემდეგ არაუადრეს 15 წუთისა.

– მყარი ლინზების გამოყენებისას სოლკოსერილი უნდა დავაწვეთოთ ლინზაზე მისი ჩადგმის წინ და აგრეთვე თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ, რბილი ლინზების შემთხვევაში კი სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ ძილის წინ, ამასთანავე არ უნდა შევეხოთ ტუბის ბოლოს თითებით. ტუბი უნდა დავხუროთ გამოყენებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რაც არ არის პრეპარატის მოხსნის მიზეზი. იშვიათად განმეორებითი ჩაწვეთებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთივე ალერგიული რეაქციები რაც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას.

უკუჩვენებები:

სოლკოსერილი თვალის გელი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აგრეთვე p-ჰიდროქსიბენზოატების (E216 და E218) და თავისუფალი ბენზოის მჟავის (E210) უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებსაც იყენებენ წარმოების პროცესში. ეს ეფექტი გათვალისწინებული უნდა იქნას ამ კომპონენტებისადმი ალერგიული განწყობის მქონე ავადმყოფების მკურნალობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის დროს:

დღემდე არ არსებობს მონაცემები სოლკოსერილის თვალის გელის კლინიკური გამოყენებისა ორსულებში, ბავშვებში და ლაქტაციის დროს. გამოკვლევებმა პრეპარატის ზემოქმედებისა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ცხოველებში აჩვენეს, რომ პრეპარატი არ არის საშიში ემბრიონისთვის.

სოლკოსერილის თვალის გელის გამოყენება 1 წელზე უფროს ბავშვებსა და ორსულებში შეიძლება ექიმის დანიშნულებით განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

წინააღმდეგ ჩვენება სოლკოსერილის გამოყენებისა ლაქტაციის დროს  არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ლინზების მატარებელ პაციენტთათვის პრეპარატის გამოყენების თავისებურება განისაზღვრება ლინზების ხარისხის მიხედვით.

♦ უშუალოდ სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის ხანმოკლე დაქვეითება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ფსიქო-მოტორული რეაქციების სისწრაფეს. ამიტომ 20-30 წთ. მანძილზე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისაგან (მანქანის ტარება, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა).

♦ ინფიცირების შემთხვევაში არ შეიძლება სოლკოსერილის გამოყენება როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალებისა.

ჭარბი დოზირება:

ინტოქსიკაციის მოვლენები სოლკოსერილის თვალის გელის დოზის გადამეტებისას არ აღინიშნებოდა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სოლკოსერილი თვალის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას უმეტეს ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

– სოლკოსერილის ბუნებრივმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეამცირონ ადგილობრივი გამოყენებული ანტინუკლეოზიდური წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატების ეფექტურობა, როგორებიცაა აციკლოვირი და იდოქსიურიდინი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები