Aviabiltebi
მთავარი მკურნალი სომნა-რიცი ფორტე – SOMNA-Ritz FORTE – СОМНА-Риц ФОРТЕ

სომნა-რიცი ფორტე – SOMNA-Ritz FORTE – СОМНА-Риц ФОРТЕ

მწარმოებელი: GMP,საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური, საძილე საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალი ექსტრაქტი ………..     200 მგ

სვიის (Humulus lupulus) მშრალი ექსტრაქტი ……………………     100 მგ

კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალი ექსტრაქტი …………     125 მგ

ბარამბოს (Melissa officianalis) მშრალი ექსტრაქტი ………………      25 მგ

კუნელის (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი ………………………..     50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სომნა-რიც ფორტე მცენარეული კომბინირებული საძილე საშუალება, აწესრიგებს ძილს, არ ახასიათებს წამლის შემდგომი ეფექტი, არ იწვევს შეჩვევას.

პრეპარატს აქვს საძილე და სედატიური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას, არეგულირებს ძილის ფაზებს, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, აღადგენს ნერვული სისტემის წონასწორობას, ხსნის მსუბუქ დეპრესიას, შიშს, მოუსვენრობას.

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.

პასიფლორა (ვნების ყვავილი), ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.

კუნელი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ბარამბო იწვევს სედატიურ ეფექტს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ჩვენებები:

არჩევის პრეპარატი სტრესული სიტუაციებსა და სტრესისშემდგომი უძილობის დროს.

სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, გამოწვეული:

  • შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით;
  • გადაღლით;
  • მომატებული აგზნებადობით;
  • ფსიქო-ემოციური გადაძაბვით;
  • მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით;
  • დაღლილობით და დათრგუნვით.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 კაფსულა დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ხანგრძლივი დეპრესიით და მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობით გამოწვეული უძილობის დროს რეკომენდებულია 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

სომნა-რიც ფორტე აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები