სომნა-რიცი – SOMNA-Ritz – СОМНА-Риц

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალი ექსტრაქტი ……….     100 მგ

სვიის (Humulus lupulus) მშრალი ექსტრაქტი …………………….    100 მგ

კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალი ექსტრაქტი …………..     60 მგ

კრაზანას (Hypericum perforatum) მშრალი ექსტრაქტი …………      50 მგ

ბარამბოს (Melissa officianalis) მშრალი ექსტრაქტი ……………….      20 მგ

კუნელის (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი ………………………..      20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატია. არ იწვევს შეჩვევას, ინიშნება ნებისმიერ ასაკში.

სომნა-რიცს ახასიათებს ზომიერ სედატიური მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას დღის განმავლობაში. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.

სომნა-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:

პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვისაწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნერივი ძილის დადგომას. დამაშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.

კრაზანას ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს.

ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინების საწინააღმდეგო ეფექტებს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

კუნელი აძლიერებს გულის კუმშვადობას და, ამასთან, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნევრული სისტემის აგზნებადობას.

სომნა-რიცს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

ჩვენებები:

  • მოუსვენრობა, შფოთვა;
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდით და ქოშინით;
  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
  • კონცენტრაციის დაქვეითება;
  • ძილის მოშლა;
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • კლიმაქტერული სინდრომი;
  • `მენეჯერის სინდრომი~ (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ხანგრძლივად მისაღებად.

უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

* იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების  მიხედვით.

სომნა-რიცი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები