სპარექსი GEO 200მგ #30კაფს

სპარექსი GEO 200მგ

სავაჭრო დასახელება: სპარექსი GEO
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მებევერინი
წამლის ფორმა: პროლონგირებული მოქმედების კაფსულები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: მებევერინის ჰიდროქლორიდი 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 5 მგ, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 38 მგ, პოვიდონი K-905 მგ, მაგნიუმის სტეარატი 2 მგ;
მყარი ჟელატინის კაფსულა #1:
კორპუსი – ტიტანის დიოქსიდი 1,387, ჟელატინი 44,522, საღებავი ქინოლინის ყვითელი 0,308 მგ ; საღებავი « მზის ჩასვლა » ყვითელი 0,003 მგ ; სახურავი – ტიტანის დიოქსიდი 0,893 მგ, ჟელატინი 28,686 მგ, საღებავი ქინოლინის ყვითელი ; საღებავი « მზის ჩასვლა » ყვითელი 0,002 მგ.
აღწერა:
კაფსულები #1 ყვითელი ფერის. კაფსულების შემცველობა – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გრანულების და ფხვნილის ნარევი. დაიშვება ცალკეული გორგლების არსებობა.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: სპაზმოლიზური საშუალება.
ათქ კოდი: A03AA04
ფარმაკოლოგიური თვისებები
მიოტროპული მოქმედების სპაზმოლიტიკი, ახდენს პირდაპირ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის გლუვ მუსკულატურაზე (უმთავრესად მსხვილ ნაწლავზე). აქრობს სპაზმს ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკაზე გავლენის გარეშე. არ ფლობს ანტიქოლინერგიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ექვემდებარება პრესისტემურ ჰიდროლიზს და არ არის აღმოჩენილი პლაზმაში. მეტაბოლიზდება ღვიძლში 3,4- დიმეტოქსინბენზოის (ვერატრიც აციდ) მჟავამდე და მებევერინის სპირტამდე. უმთავრესად გამოიყოფა თირკმელების მიერ მეტაბოლიტების სახით, ნაკლები რაოდენობით – ნაღველით. მებევერინის კაფსულებს გააჩნიათ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების თვისებები. მრავალჯერადი მიღების შემდეგაც არ აღინიშნება მნიშვნელოვანი კუმულაცია.

ჩვენებები გამოყენებაზე
დიდებში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა სპაზმი (მ.შ. განპირობებული ორგანული დაავადებით), ნაწლავის ჭვალი, ნაღველის ჭვალი, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური აშლილობები, მუცლის ტკივილის თანხლებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი (ეფექტურობისა და უსაფრთხოების არასაკმარისი მონაცემები).
სიფრთხილით
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
ორსულებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის. არ გამოიყენოთ სპარექსი GEO ძუძუთი კვების დროს.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით დიდებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს 1 კაფსულა (200 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში 20 წთ ადრე ჭამამდე (დილას და საღამოს). ჩაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებით.
გვერდითი ეფექტები
თავბრუსხვევები, თავისტკივილი, დიარეა, გაუვალობა. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრისციება, კვინკეს შეშუპება, სახის შეშუპება და ეგზანთემა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში დაიცავით სიფრთხილე ავტოტრანსპორტის ტარებისას და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 200 მგ.
15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგისგან დაბეჭდილი, ლაქირებული.
2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 15 კაფსულით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
დსს “კანონფარმა პროდაქშნ”, რუსეთი
141100, მოსკოვის ოლქი, ქალაქი შიოლკოვო, ზარეჩნაიას ქ., ს. 105.
ტელ.: (495) 797-99-54, ფაქსი: (499) 797-96-63,
www.canonpharma.ru
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
დსს “კანონფარმა პროდაქშნ”, რუსეთი
პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი
შპს “ნიუ ფარმ გრუპი”
საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, კორ 2, ბინა 43
ტელ/ფაქსი: +995(32) 210 88 18

Facebook კომენტარები