სტომაგელი 5მგ/20მგ 15გ გელი

სტომაგელი/STOMAGEL 5მგ/20მგ

პრეპარატის შემადგენლობა

 1 გ სტომაგელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: მეთილურაცილი (საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება Methyluracilum) – 5 მგ,

 ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება (Lidocaini hydrochloridum) – 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ფიჭვის ეთერზეთის მძიმე ფრაქცია, ლეციტინი, სილბიოლი α-ტოკოფეროლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, უნდეცილენის  მჟავას მონოეთანოლამიდი, კარბომერი, ტროლამინი, ეთილის სპირტი, დისტილირებული წყალი.
წამლის ფორმა

გელი პირის ღრუს ლორწოვანზე გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

 პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი სამკურნალო საშუალება.

ათქ კოდი: A01AD11.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გელის კომპონენტები ასტიმულირებენ ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას, და ასევე გააჩნიათ შემამსუბუქებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

მეთილურაცილი – ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიუმის აღდგენას, აქვს დადებითი გავლენა ნუკლეინის მჟავას მეტაბოლურ პროცესებზე ლორწოვანის ქსოვილებში, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს იმუნიტეტის აღდგენას.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – ლორწოვან გარსში შეღწევისას გროვდება ტკივილის რეცეპტორებში და ნერვული დაბოლოებების მიდამოებში. ლიდოკაინი უზრუნველყოფს ადგილობრივ ანესთეზიას ლორწოვანში.

ფარმაკოკინეტიკა

გარეგანი გამოყენებისას  მეთილურაცილი პრაქტიკულად არ აბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ლიდოკაინი პირის ღრუს ლორწოვანში შედის  მცირე რაოდენობით. ორგანიზმში ლიდოკაინი ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ნეკროზული პროცესების:  მწვავე სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი. პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია მიკრობული ან სოკოვანი ინფექციით.
უკუჩვენებები

 – ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და/ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; – გელი უკუნაჩვენებია ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ლეიკემიური ფორმის, ლიმფოგრანულომატოზის, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებების, ღვიძლის მძიმე დაავადებების, ასევე მომატებული მგრძნობელობისას ამიდური წარმოშობის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ან გელის  კომპონენტების მიმართ;

– 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სპეციალური ინსტრუქციები

 არ დაუშვათ გელის თვალებში მოხვედრა, რადგანაც მას გააჩნია  თვალის ლორწოვანი გარსის მიმართ მსუბუქი გამაღიზიანებელი თვისებები. თვალებში გელის მოხვედრისას  გამოირეცხეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენების შეზღუდვები არ არის.
პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

 გელი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
წამლებს შორის ურთიერთქმედება

გელი ახდენს სტროფანტინის მოქმედების  პოტენცირებას, აძლიერებს ანტიბიოტიკების და სულფონამიდური პრეპარატების მოქმედებას.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება

წაუსვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილებზე  3-4-ჯერ დღეში. გელის გამოყენების ხანგრძლივობაა 10 დღემდე.
გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მცირე თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს იმ გვერდითი მოვლენების  განვითარებისას, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია პაკეტზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვა

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით ნესტისაგან. დაიცავით სინათლისგან. შენახვის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა  და შეფუთვა

 15 გ. ალუმინის ტუბებში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს პაკეტებში  ჩანართ-ფურცელთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „ლმპ“, რიგა, ვიეტალვასის ქ.#1, LV-1009, ლატვია.

ტექსტის ბოლო კორექციის თარიღი: 2018 წლის იანვარი

შპს „ლმპ“-ს ფარმაცევტი 

Facebook კომენტარები