Aviabiltebi
მთავარი მკურნალი სტოპანგინი – STOPANGIN – СТОПАНГИН

სტოპანგინი – STOPANGIN – СТОПАНГИН

საერთაშორისო დასახელება:

HEXETIDINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰექსეტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუს დაავადებების დროს.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ, მექანიკური შემასხურებლით და პირის ღრუს აპლიკატორით.

1 მლ

ჰექსეტიდინი ……….      1.92 მგლ

დამხმარე ნივთიერებები:

ანისის ეთერზეთი, ევკალიპტის ეთერზეთი, სასაფრასის ეთერზეთი, ფორთოხლის ხის ყვავილების ეთერზეთი, მწარე პიტნის ეთერზეთი, მენთოლი, მეთილსალიცილი, საქარინის ნატრიუმის მონოჰიდრიტი, გლიცერინი 85%, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტოპანგინი არის ანტისეპტიკური საშუალება ზომიერად მაანესთეზირებელი მოქმედებით.

პრეპარატის ძირითად აქტიურ ნივთიერებას – ჰექსეტიდინი – გააჩნია ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება. ანტიმიკრობული მოქმედება მიმდინარეობს მიკრობების უჯრედების ჟანგვითი რეაქციის ჩახშობის გზით. ჰექსეტიდინი ეთერზეთებთან კომპლექსში ახდენს ანტისეპტიკურ ზომიერ ლოკალურ მაანესთეზირებელ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და საყლაპავის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, აფტი, გლოსიტი, პარადონტოზი, პაროდონტოპათია, ალვეოლის ინფიცირება);
  • პირის ღრუსა და საყლაპავის სოკოვანი დაავადება (რძიანა);
  • ოპერატიული ჩარევების წინ და შემდეგ;
  • პირის ღრუსა და საყლაპავის ტრამვების დროს;
  • ანგინების კომპლექსური მკურნალობის დროს, როგორც დამხმარე საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სპრეი შეისხურება პირის ღრუში სუნთქვის შეკავებით 1-2 წამის განმავლობაში ინფიცირებულ ზედაპირზე, პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

– პირის ღრუს ლორწოვონას დროებითი წვის შეგრძნება;

– გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეს ალერგიული რეაქცია მათ შორის ლარინგისპაზმი;

– ღებინება (პრეპარატის  შემთხვევით ჩაყლაპვისას).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მაღალმგრძნობელობა;

* ატროფიული ტიპის მშრალი ფარინგიტი;

* 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის საკმარისი ინფორმაცია პრეპარატის მიღების შესახებ ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ამიტომ მისი მიღება ხდება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი მისი მოხმარების შედეგად აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შესაძლებელია არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში.

♦ პრეპარატის თვალებში შესხურება აკრძალულია.

♦ არ შეიძლება პრეპარატის შესუნთქვა.

♦ შეიცავს 64% ეთანოლს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე: სტოპანგინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს და მოქმედებებისას, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებული კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები