სტოპტუსინი ფიტო – STOPTUSSIN FITO – СТОПТУССИН ФИТО

საერთაშორისო დასახელება:

PLANTAGINIS LANCEOLATAE HERPA; THYME;

THYMUS SERPYLLIUM

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ.

ძირას თხევადი ექსტრაქტი ……………….     4.166 გ

ქონდარას თხევადი ექსტრაქტი  ……………   4.166 გ

მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტი ……… 4.166 გ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, თაფლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიროფი შეიცავს ძირას, ქონდრის, მრავალძარღვას ექსტრაქტებსა და თაფლს. ხელს უწყობს ამოხველებას, გამოიყენება ძირითადად ბავშვებში.

ჩვენებები:

  • პრეპარატი მიიღება როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. უპირველეს ყოვლისა ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);

ბავშვებში 5-დან 10 წლამდე 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);

ბავშვებში 10-დან 15 წლამდე 2-3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო).

15 წლიდან და უფროს ბავშვებში ერთი სუფრის კოვზი 3-6-ჯერ დღეში.

მკურნალობის რეკომენდებული ვადაა 7 დღე.

შაქრის შემცველობის გამო პრეპარატი არ მიიღება ხანგრძლივად და ხშირად. განსაკუთრებით ბავშვებში და უფროსი ასაკის პაციენტებში, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზირებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენების ან რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას, პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციისი პერიოდში;

* გულის დეკომპენსაციის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს;

* აგრეთვე მოქმედ ნივთიერებაზე ან დამხმარე ნივთიერებებიდან ერთ-ერთზე მაღალი მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სხვა წამლების მიღების შესაძლებლობის შესახებ საჭიროა მივმართოთ ექიმს. თუ მკურნალი ექიმი დანიშნავს სხვა პრეპარატებს, საჭიროა ეცნობოს მას, რომ პაციენტი იღებს სტოპტუსინ ფიტოს.

◄ თუ არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება 3 დღემდე ან დაავადების ნიშნები გაძლიერდა, ან გამომჟღავნდა უცნაური რეაქციები – საჭიროა ექიმის ინფორმირება.

◄ ჭარბი დოზის მიღების ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევითი მიღებისას მიმართეთ ექიმს.

◄ პრეპარატი შეიცავს 62 გ საქაროზას. რეკომენდებული დოზის მიღების შესაბამისად – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 3.5 გ-მდე საქაროზა, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 9.3 გ-მდე საქაროზა).

პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტთათვის ფრუქტოზას მიმართ გამოხატული აუტანლობით, გლუკოზის და გალაქტოზის ათვისების დარღვევით ან საქაროზას ან იზომალტოზის დამშლელის ენზიმის უკმარისობით.

◄ პრეპარატი შეიცავს 3.4% ეთანოლის მოცულობით ერთეულს. რეკომენდებული დოზირების შესაბამისად მიღებისას – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 0.14 გ-მდე ეთანოლი, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 0.41 გ-მდე ეთანოლი). ამასთან დაკავშირებით პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია  ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

◄ ასევე გასათვალისწინებელია რისკის  ჯგუფი, როგორიცაა პაციენტები ღვიძლის დაავადებით, ეპილეფსიით, თავის ტვინის დაავადებითა და ტრავმებით, ორსულები, მეძუძური ქალები და ბავშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Facebook კომენტარები