სტროფანტინი-G – STROPHANTIN- G – СТРОФАНТИН – G

საერთაშორისო დასახელება:

OUABIN

მწარმოებელი: JENAPHARM, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ოუაბაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საგულე გლიკოზიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 100 ც.

1 მლ.

ოუაბაინი …………   250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ხასიათდება დადებითი ინოტროპული (გულის შეკუშვის ძალის გაძლიერება) და ბათმოტროპული (გულის კუნთის აგზნებადობის მომატება) და უარყოფითი ქრონოტროპული (გულის რითმის გაიშვიათება რეფლექსური მექანიზმით) და დრომოტროპული (გულის გამტარებლობის დათრგუნვა) ეფექტებით. იგი იწვევს სისტოლის ძალის და მისი ამპლიტუდის გაზრდას დროის უფრო ხანმოკლე ინტერვალში და დიასტოლის გახანგრძლივებას. პრეპარატის დადებით ნოოტროპულ მოქმედებას საფუძვლად უდევს უჯრედის მემბრანულ Na+ K+ -ატფ-ის ბლოკირება და უჯრედის შიგნით სარკოპლაზმური რეტიკულუმიდან მობილიზირებული Ca++-ს იონების დაგროვება.

ჩვენებები:

  • III-IV ხარისხის გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • პაროქსიზმული წინაგულოვანი მოციმციმე არითმია;
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დოზა ვენაში ინექციის სახით შეადგენს 0..250 მგ-ს – 1 ამპულას.

მაქსიმალური ინდივიდუალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.250 მგ-ს.

დოზის მომატებისას 0.5 მგ-მდე საჭიროა 0..250 მგ პრეპარატის ორი ინექცია ე.ი. თითო ამპულა 12 სთ-იანი ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები:

ოუაბაინი ხასიათდება მოქმედების მცირე თერაპიული დიაპაზონით. სრული თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება:

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად – დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ჯორჯლის ინფარქტი.

ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, დეპრესია, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, იშვიათად – მხედველობის დარღვევა.

ხანდაზმულ მამაკაცებში იშვიათად ადგილი აქვს სარძევე ჯირკვლების გადიდებას.

იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

გულის რითმის დარღვევა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ციმციმი და გულის გაჩერება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

უკუჩვენებები:

* გლიკოზიდური ინტოქსიკაცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,  ვენტრიკულური ტაქიკარდია, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალიემია ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიები და კონსტრიქციული პერიკარდიტი, კაროტიდული სინუსის სინდრომი, აორტის თორაკალური ანევრიზმა, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი.

* პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხლით ინიშნება – ბრადიკარდიით გამოწვეული არითმიების, გულის სხვადასხვა სახის ბლოკადების ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ჰიპომაგნიემიის, აგრეთვე ჰიპოთირეოზით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში და საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს (ჰიპოქსია).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

◄ პაციენტებში მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის დროს;

◄ თირკმელების უკმარისობით გამოწვეული საგულე გლიკოზიდების ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის დარღვევის დროს;

◄ მიოკარდიტის დროს;

◄ ჟანგბადის უკმარისობით და ატფ-ის დეფიციტით გამოწვეული გულის კორონარული დაავადების დროს;

◄ ჰიპოთირეოზი;

◄ ჭარბი წონა;

◄ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

პრეპარატი ვენაში შეყავთ ძალიან ნელა. პრეპარატის მოქმედება იწყება ინექციიდან 3-10 წთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სრული მოქმედება გულის კუნთზე აღინიშნება 0.5-2 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 1-3 დღის განმავლობაში.

აღნიშნული საინექციო ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს, გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. პრეპარატის ვენაში ინექცია წარმოებს სწრაფად, ამპულის გატეხვის და ხსნარის ამოღებისთანავე.

გამოუყენებელი ხსნარი საჭიროა განადგურდეს.

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის მდგომარეობაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატის კომბინაციით სიმპათომიმეტური საშუალებებთან, მეთიქსანტინებთან, რეზერპინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფოსფოდიესთერაზას ბლოკატორებთან (მაგ., თეოფილინთან) იზრდება გულის რითმის დარღვევის საშიშროება.

– პრეპარატის კომბინაციით ქინიდინთან, ამიოდარონთან, კაპტოპრილთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ერითრომიცინთან და ტეტრაციკლინებთან იზრდება უაბაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

– პრეპარატის კომბინაცია მარყუჟოვან დიურეზულ, საფაღარათო საშუალებებთან, ინსულინთან, გლუკოკორტიკოიდებთან, კარბენოქსოლონთან, ამფოტერიცინ B-თან, ბენზილპენიცილინთან, სალიცილატებთან, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან იწვევს უაბაინის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას.

– ბეტა-ბლოკატორებთან და ანტიარითმიულ პრეპარატებთან კომბინაციით ძლიერდება უარყოფითი ქრონოტროპული და დრომოტროპული მოქმედება.

– პრეპარატის კომბინაციით ფენიტოინთან, რიფამპიცინითან, ფენობარბიტალთან, ფენილბუტაზონთან, სპირონოლაქტონთან, აგრეთვე ნეომიცინთან, და ციტოსტატურ საშუალებებთან მცირდება უაბაინის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები