სულფასალაზინი (აქტიური ნივთიერება) – SULFASALAZINE – СУЛЬФАСАЛАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო საშუალება, სულფაპირიდინის და სალიცილის მჟავას აზონაერთი, გამოირჩევა ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კლინიკური ეფექტის განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სულფასალაზინის უნარს დაგროვდეს შემაერთებელ ქსოვილებში (მათ შორის ნაწლავის შემაერთებელ ქსოვილშიც) და თანდათან გამოათავისუფლოს 5-ამინოსალიცილის მჟავა და სულფაპირიდინი.

ჩვენებები

  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.

დოზირების რეჟიმი

შიგნით მისაღებად ზრდასრულებში ჭამის შემდეგ ენიშნებათ: პირველ დღეს 500 მგ დღეში 4-ჯერ; მე-2 დღეს 1გ დღეში 4-ჯერ; მე-3 და მომდევნო დღები 1.5-2 გ დღეში 4-ჯერ; მწვავე კლინიკურ გამოვლინებათა ჩაქრობის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელი დოზის მიღებაზე – 500 მგ დღეში 3-4-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბავშვებში 5-7 წლის ასაკში – 250-500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ;

უფროსი ასაკის (7 წლის ზევით) ბავშვებში – 500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, წამლისმიერი ცხელება); იშვიათად – აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა სულფანილამიდებისა და სალიცილის მჟავას მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი აუცილებელია.

Facebook კომენტარები