ტაზოცინი – TAZOCIN – ТАЗОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

POPERACILLIN; TAZOBACTAM

მწარმოებელი: LEDERLE LABORATORIES, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პიპერაცილინი+ტაზობაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

პიპერაცილინი ………….   2 გ

ტაზობაქტამი …………      250 მგ

1 ფლ.

პიპერაცილინი ………….   4 გ

ტაზობაქტამი …………      500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს – პიპერაცილინს და უმრავლესი ბეტალაქტამაზების ინჰიბიტორს, პლაზმიდური და ქრომოსომული ფერმენტების ჩათვლით – ტაზობაქტამს.

 

პრეპარატი აქტიურია აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების: Escherichia coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae; აერობული გრამდადებით ბაქტერიები: Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus bovis, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები); Enterococcus spp. (Enterococcus faecalis, Enterococcus faecium), Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis; ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus), Fusobacterium spp.

პრეპარატი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ.

 

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პიპერაცილინი არ აბსორბირდება. Cmax აღინიშნება პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანიდან 30 წთ-ის შემდეგ.

პლაზმაში ცილებს უკავშირდება პრეპარატის 16%. პიპერაცილინი ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში, ასევე ძვლებსა და წინამდებარე ჯირკვალში. იგი გამოიყოფა დედის რძეში.

პრეპარატი ორგანიზმიდან ელიმინირდება უცვლელი სახით ძირითადად თირკმელებით. თირკმელების უმნიშვნელო ან ზომიერი დაზიანების შემთხვევაში T1/2 2-ჯერ იზრდება, ხოლო მძიმე ფორმის დაზიანებისას – 5-6-ჯერ.

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები;
  • ინფექციები გართულებების გარეშე;
  • ძვლისა და რბილი ქსოვილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, აბსცესი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები);
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (მათ შორის ენდომეტრიტი);
  • ინფექციები ნეიტროპენიით შეპყრობილ პაციენტებში;
  • სეპტიცემია;
  • შერეული სახის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით;
  • მძიმე ფორმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა გამომწვევის იდენტიფიკაციამდე.

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით, ასევე პრეპარატის მიმართ გამომწვევების მგრძნობელობის მიხედვით.

პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში ინექციის ან წვეთოვანი სახით (30 წთ-ის განმავლობაში).

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პიპერაცილინის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 12 გ-ს ხოლო ტაზობაქტამის – 1.5 გ-ს (ანუ 2..25 გ ტაზოცინი ყოველ 6 სთ-ში ან 4.5 გ ტაზოცინი ყოველ 8 სთ-ში ერთხელ).

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2..25 გ ყოველ 8 სთ-ში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივოაბა 7-10 დღე.

ხსნარის მომზადების წესი: ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელის სახით იყენებენ ფიზიოლოგიურ ხსნარს, 5% დექსტროზას ხსნარს, სტერილური საინექციო წყალს (1 გ პიპერაცილინი – 5 მლ ხსნარზე).

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მომატება.

ალერგიული რეაქციების მხრივ: შესაძლებელია კანზე გამონაყარი; ქავილი, ურტიკარია, ერითემა.

უკუჩვენებები:

პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიული რეაქციები ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტაზოცინი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მკაცრად ჩვენების მიხედვით.

სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ კოაგულაციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ტაზოცინის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი პასუხი.

♦ მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

Facebook კომენტარები