ტამიკი – TAMIK – ТАМИК

საერთაშორისო დასახელება:

DIHYDROERGOTAMINE MESILATE

მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დიჰიდროერგოტამინის მეზილატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება (ცენტრალური ნერვული სისტემა).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 60 რბილი კაფსულა.

1 კაფს.

დიჰიდროერგოტამინის მეზილატი 3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლი 400, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, ასკორბინის მჟავა, პროპლენგლიკოლი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი(E172).

კაფსულის მთლიანი წონა 450 მგ

ჩვენებები:

  • შაკიკის შეტევები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს წყლის დიდი რაოდენობის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

♦ გულისრევა, პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში;

♦ კიდურების სისხლძარღვთა დიამეტრის შემცირება (თითებში) ჩხვლეტის ხასიათის ტკივილის შეგრძნება, ციანოზი;

♦ ფიბროზი (ფილტვების გარშემო ან მუცლის ღრუს მემბრანის ფიბროზული გადაგვარება).

უკუჩვენებები:

* შაკიკის პროფილაქტიკა;

* ვენური ცირკულაციის დარღვევა (დაღლილობის და ტკივილის შეგრძნება ქვედა კიდურებში);

* ორთოსტატული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება თავბრუსხვევით ფეხზე წამოდგომის შემდეგ);

* ჭვავის რქის წარმოებულების მიმართ ალერგიის დროს;

* მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია;

* სუმატრიპტთანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება);

* რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება);

*ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი);

* ლაქტაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ დაუშვებელია პრეპარატის უზმოზე მიღება.

◄ აცნობეთ ექიმს ღვიძლის ან თირკმელების რაიმე სერიოზული დაავადების შესახებ ან კარდიოვასკულური დაავადების შესახებ წარსულში (კორონარული დაავადება, მძიმე ხასიათის ჰიპერტენზია).

◄ აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა წარსულში არტერიული დაავადების არსებობის შემთხვევაში.

◄ ვენური ცირკულაციის დარღვევა: პრეპარატის ეფექტი ძლიერდება ზოგადი წესების დაცვის შედეგად კერძოდ, მოერიდეთ მზის სხივების სიმხურვალეს, ხანგრძლივად ფეხზე დგომას, ჭარბ წონას, მეტი იარეთ, თუნდაც დამხმარე ყავარჯნით.

ჭარბი დოზირება:

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია (ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინის გამოკლებით);

– სუმაპტრიპტანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება). 24 საათი უნდა გავიდეს ტამიკის მიღების შეწყვეტიდან სუმატრიპტანის მიღებამდე. შესაბამისად ტამიკის მიღება დასაშვებია სუმატრიპტანის ბოლო დოზიდან 6 საათის შემდეგ;

– რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება);

– ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი).

შენახვის პიროები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები